ხიმშიაშვილის ქუჩაზე 1700 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი არჩილ ხაბაძის მეგობრებმა 30%-იანი ფასდაკლებით შეიძინეს", - განცხადებას ნაციონალური მოძრაობაში აკეთებენ. ბრიფინგზე რობერტ ჩხაიძე შესაბამის სტრუქტურებს ამ საქმით დაინტერესებისკემ მოუწოდებს.
რობერტ ჩხაიძის განმარტებით, კომპანია "მეგა პალასი" აუქციონის წინა დღეს დაფუძნდა. აუქციონის პირობაში მათ მხოლოდ ერთი წინადადება უდევთ - მოაწყონ 70-ნომრიანი სასტუმრო. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მისამართზე არა სასტუმრო, არამედ საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
No comments:
Post a Comment