add by be news

შიხიაშვილი დუბაიში

სად და რატომ გაუჩინარდა ირაკლი შიხიაშვილი-ამ სათაურით აქვეყნებს დღევანდელი „ალია“ სტატიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზე. გაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაციით ირაკლი შიხიაშვილი დუბაიში იმყოფება. „ალიას“ წყაროს ინფორმაციით შიხიაშვილი დუბაიში ბიზნეს-შეხვედრებს მართავს: „ ხშირად დადის მივლინებებშიც, ისე რომ საქმის კურსში არავის აყენებს. მივლინებებს კი ცხადია საკრებულო აფინანსებს“,-აცხადებს ინკოგნიტო წყარო გაზეთთან საუბარში თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის დუბაიში ყოფნის ინფორმაციას არ ადასტურებს პრესსამსახურის უფროსი. რუსა უშიკიშვილის ინფორმაციით ირაკლი შიხიაშვილი არა დუბაიში, არამედ სომხეთში პირად საქმეზე იმყოფება. უშიკიშვილმა არ იცის მივლინება აქვს თუ არა გამოწერილი შიხიაშვილს. ის აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. „დიაბეტი აქვს, გული აწუხებს. ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა. საკრებულოში გახდა ცუდად. ახლა ზუსტად არ ვიცი რა პროფილის ექიმთან არის წასული. ეს დეტალები ჩემთვის უცნობია“,-განუცხადა გაზეთ „ალიას“ უშიკიშვილმა.

No comments: