add by be news

ქართველებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს

მოსკოვში, მეტრო "სხოდნენსკაიასთან" პოლიციელების დაჭრაში ქართველები არიან ეჭვმიტანილი. რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოთხი ქართველი ახალგაზრდა ქურდობის მცდელობაში შენიშნა, რასაც პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. ქართველებმა ორ პოლიციელს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა. ახალგაზრდებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა ტაქსით სცადეს, თუმცა ტაქსის მძღოლმა მათ წაყვანაზე უარი უთხრა და ახალგაზრდები თავს მასაც დაესხნენ. რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია, ორმა კი მიმალვა შეძლო.

No comments: