add by be news

უკრაინელმა ძალოვანებმა ყირიმის პარლამენტის გათავისუფლების ბრძანება მიიღეს

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული შენობების დაკავების ნებისმიერი ფაქტი არის დანაშაული უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც შესაბამის შედეგები მოჰყვება.“


მან აღნიშნა, რომ 5 საათის წინ „ავტომატებით, ყუმბარმტყორცნებითა და ასაფეთქებელი მასალებით შეიარაღებულმა დამნაშავეებმა, რომლებიც სამხედრო კამუფლაჟში არიან გამოწყობილნი, ყირიმის ავტონომიის პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის შენობები დაიკავეს.“
„მივეცი ბრძანება ძალოვან სტრუქტურებს მიიღონ ყველა ზომა მოქალაქეთა დასაცავად, მოქმედი კანონის ფარგლებში დამნაშავეთა დასასჯელად და შენობის გასათავისუფლებლად“ - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
ამავე დროს, ტორჩინოვმა კრემლი გააფრთხილა, რომ რუსული ჯარების გადაადგილება ყირიმში შეფასდება როგორც სამხედრო აგრესია. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთის ხელისუფლებას შეახსენებს, რომ რუსეთი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი.
ყირიმის ადმინისტრაციული შენობების გათავისუფლებასთან ერთად უკრაინის სპეცსამსახურები რუსული ჯავშანტრანსპორტიორების შეჩერებას ცდილობენ. სიმფეროპოლთან ახლოს, სოფელ უიუტნისთან, 7 რუსული ჯავშანტრასპორტიორი განლაგდა.
რუსული ჯარის გადაადგილების პარალელურად ყირიმის პარლამენტის და მთავრობის შენობები ყირიმელი რუსების შეიარაღებულმა რაზმმა აიღო. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, შენობაში რუსი „კბილებამდე შეიარაღებული“ ადამიანები შევიდნენ და უკრაინულის მაგივრად რუსული დროშა აღმართეს.
დღესვე რუსეთმა უკრაინის საზღვებთან ჯარების გადასროლა დაიწყო.  კრემლი უკრაინის მოვლენებთნ მანევრების კავშირს უარყოფს. წვრთნებში ჩართული სამხედროების რაოდენობა უტოლდება უკრაინის არმიის რიცხოვნობას. წვრთნებში მთლიანობაში 150 ათასი სამხედრო, 90 თვითმფრინავი, 120 შვეულმფრენი, 880 ტანკი, სამხედრო ტექნიკის 1200-ზე მეტი ერთეული და 80 სამხედრო ხომალდი მონაწილეობს. მანევრებში ჩართულია კალინინგრადის, სამარის, ლენინგრადის, ფსკოვის, კურსკის, ვორონეჟის, ლიპეცკის და სხვა ოლქების სამხედრო ნაწილები. მასში სრული შემადგენლობით ჩართულია რუსული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ფსკოვის სადესანტო დივიზიაც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უმძიმეს შეცდომას დაუშვებს, თუ დაარღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

No comments: