უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლება ჟურნალისტებს შეატყობინეს, რომ მიემართებიან სოფელ უკრომნოესთან, რათა არ დაუშვან რუსული სამხედრო კოლონის შესვლა სიმფეროპოლში.
„ჩვენი თანამშრომლები გარკვეულ ღონისძიებებს გაატარებენ, რათა არ დავუშვათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“ - განაცხადა უშიშროების სამსახურის ყირიმის სამმართველოს პრეს-სამსახურმა.
სიმფეროპოლთან ახლოს სოფელ უიუტნისთან 7 რუსული ჯავშანტრასპორტიორი განლაგდა. რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ სამხედრო კოლონა გადაადგილდება რათა დაიცვას შავი ზღვის ფლოტის ობიექტები ყირიმში.
რუსული ჯარის გადაადგილების პარალელურად ყირიმის პარლამენტის და მთავრობის შენობები ყირიმელი რუსებისშეიარაღებულმა რაზმმა აიღო. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, შენობაში რუსი „კბილებამდე შეიარაღებული“ ადამიანები შევიდნენ და უკრაინულის მაგივრად რუსული დროშა აღმართეს.
დღესვე რუსეთმა უკრაინის საზღვებთან ჯარების გადასროლა დაიწყო. კრემლი უკრაინის მოვლენებთნ მანევრების კავშირს უარყოფს. წვრთნებში ჩართული სამხედროების რაოდენობა უტოლდება უკრაინის არმიის რიცხოვნობას. წვრთნებში მთლიანობაში 150 ათასი სამხედრო, 90 თვითმფრინავი, 120 შვეულმფრენი, 880 ტანკი, სამხედრო ტექნიკის 1200-ზე მეტი ერთეული და 80 სამხედრო ხომალდი მონაწილეობს. მანევრებში ჩართულია კალინინგრადის, სამარის, ლენინგრადის, ფსკოვის, კურსკის, ვორონეჟის, ლიპეცკის და სხვა ოლქების სამხედრო ნაწილები. მასში სრული შემადგენლობით ჩართულია რუსული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ფსკოვის სადესანტო დივიზიაც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უმძიმეს შეცდომას დაუშვებს, თუ დაარღვევს უკრაინის
No comments:
Post a Comment