add by be news

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უნგრეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უნგრეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „Frontnews“-ი იუწყება.


როგორც სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ადეიშვილმა უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და ამჟამად ორსართულიან სახლში ცხოვრობს.
ექს-მინისტრის ახალ თანამდებობაზე ინფორმაციას არ ფლობს ადეიშვილის ადვოკატი გოჩა სვანიძე. 
შეგახსენებთ, რომ ადეიშვილმა ქვეყანა გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. გამოძიება მას ბანკ „ქართუს“ გაკოტრების სქემესა და ციხის სკანდალური კადრების დადგმაში ედავებოდა.

No comments: