რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაუკავშირდა და უთხრა, რომ რუსმა ლიდერმა „რეალობასთან კავშირი“ დაკარგა და „სხვა სამყაროში“ იმყოფება.
ამის შესახებ ავტორიტეტული გაზეთი The New York Times იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, გერმანელმა კანცლერმა აშშ-ს პრეზიდენტს შეატყობინა, რომ „ის არ არის დარწმუნებული, შეინარჩუნა თუ არა ბატონმა პუტინმა რეალობასთან კავშირი“, „ის სხვა სამყაროში იმყოფება“.
No comments:
Post a Comment