add by be news

არ მიყვარს ბრძოლის ველიდან გაქცევა, არ მიყვარს და მორჩა...


"7 აგვისტოს, დილიდან სახლში დავწრიალებდი. თვალს ვერ ვაცილებდი საინფორმაციო გამოშვებებს. ბევრი დაძაბული დღე მახსოვს ჩემი ხანგრძლივი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რომ რაღაც სხვა ხდებოდა და სიტუაციის განმუხტვა უკვე შეუძლებელი იყო.


ჩემი შვილი 5 დღის გამოყვანილი მყავდა სამშობიაროდან. ნიკოლოზი დღენაკლული დაიბადა, სულ თვალებში ვუყურებდით, მის სუნთქვას ვაკვირდებოდით.
საღამოს 7 საათზე ჩემი შვილი დავტოვე და რუსთავი 2 ში წავედი. ნიუსრუმში დაძაბული ატმოსფერო იყო. ემოციებს მხოლოდ მოსალოდნელი საშიშროების გამო გამოხატავდნენ. ამის მიუხედავად, ახლაც თვალწინ მიდგას ჩემი გამოჩენით გაოცებული სახეები. ამ ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ სამშობიაროში იყო ჩემს სანახავად, მაგრამ მათ აუხსნეს, რომ ჩემს ნახვას ვერ შეძლებდნენ. სამი დღე უგონოდ, სუნთქვის აპარატზე ვიყავი მიერთებეული.
მერე დაიწყო საშინელი დღეები. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ამიტომ მე და ნინო ერთმანეთს ვენაცვლებოდით. მახსოვს, როგორ ვხედავდი ჩემი ფანჯრიდან რუსულ ბომბდამშენებს.
მახსოვს, შვებულებიდან ნაადრევად დაბრუნებული ადამიანები, მათ შორის ერთერთი პირველი ზაალ უდუმაშვილი იყო. მახსოვს, როგორ მოვიდნენ ტელეკომპანიიდან დიდი ხნის წინ წასული ადამიანები და ომის დღეები ჩვენთან გაატარეს. მახსოვს, როგორ დაცალეს 18 სართულიანი შენობა იმის გამო, რომ რუსთავი 2 ის დაბომბვას აპირებდნენ და ამ შენობაში მხოლოდ რუსთავი-2 ის თანამშრომლები დავრჩით.
ყველაზე მძიმე ღამეს, როცა ქალაქში ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები იდგა, როცა თბილისში რუსის ჯარს ველოდებოდით, ოპერატორებს ნინომ კამერები სახლში გაატანა, რომ ვინც რას შეძლებდა გადაეღო. ქვემოთ ჩასულ ოპერატორებს დელისთან ხილით და ბოსტნეულით მოვაჭრე, თვალცრემლიანი ქალბატონები დახვდნენ, ეკითხებოდნენ რატომ მიდიხართო? ამიტომ ოპერატორები უკან აბრუნდნენ.
მახსოვს, რუსთავი 2-ის უკლებლივ ყველა თანამშრომლის თავგანწირვა...
გაინტერესებთ რას ვგრძნობ, როცა პარლამენტში გამყინავი ხმა მესმის საზღვარზე რიგები იდგაო? არაფერს, უბრალოდ მეცინება. მეტი რა მიზეზი უნდა მქონოდა, რომ სახლში დავმჯდარიყავი? ვინ მომკითხავდა პასუხს, ვინ გამაკრიტიკებდა? ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი, როცა ჩემი რამდენიმე დღის შვილი დავტოვე და სამსახურში გავიქეცი.
~ არ მიყვარს ბრძოლის ველიდან გაქცევა, არ მიყვარს და მორჩა..."წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და  უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერზე.

No comments: