add by be news

რუსეთმა საქართველოში დესანტი გადმოსხა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა საქართველოში 200-კაციანი დესანტი გადმოსხა.
საინტერესოა ის გარემოება, რომ ამ 200 კაცში 200-ვე ქართველია და ისინი არ არიან შეიარაღებულები ცეცხლსასროლი იარაღით. მათი მთავარი შეიარაღებაა ინსტრუქციები, ფული და ე.წ. „ჩიპები", რომლებშიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიტიკისების კომპრომატები „ინახება". კომპრომატების დედნები კი „მყარად" სხვაგან -კრემლისთვის უფრო საიმედო ადგილზეა ჩაკეტილი.
ქართული წარმოშობის, რუსული დესანტის მისია ადვილი გასაშიფრია თუ მათ რამდენიმე „დვიჟენიას" დავაკვირდებით.
ბოლო დღეების განმავლობაში ოცამდე „რუს", ანუ ქართველ ბიზნესმენს შეხვედრა ჰქონდა ასზე მეტი ქართული კომპანიის მფლობელთან. საუბრის თემა - წილები, ახალი კომპანიები და დიდი ფულის შემოტანა ქართულ ბაზარზე. 



No comments: