რამდენად ხშირად გვატყუებს ძლიერი სქესი! ეს ფაქტები ჩვენ გვამწუხრებს, გვაოცებს და ბოლოს მათნგამოვყავართ წყობიდან...რასაკვირველია ჩვენც არვართ უცოდველები, მაგრამ თურმე მათზე ნაკლებს ვცრუობთ.
სანამ მამაკაცებზე მორიგ „ნადირობის სეზონს“ გამოაცხადებდეთ დაფიქრდით რა იცით მამაკაცების სიცრუეზე?
ინგლისელი სპეციალისტების სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელიწადის განმავლობაში საშუალოდ მამაკაცი 1000-ზე ოდნავ მეტჯერ იტყუება(დაახლოებით დღეში სამჯერ), ხოლო სუსტი სქესის წარმომადგენლები მხოლოდ 700-ჯერ(დღეში ორჯერ). თურმე მამაკაცები ტყუილისგან სიამოვნებას ღებულობენ, ხოლო მანდილოსნები უბრალოდ უფრო უკეთ ახერხებენ ტყუილის თქმას. ამასობაში ქალების 82% განიცდის სინდისის ქეჯვნას, ხოლო მამაკაცებში ამ გრძნობას მხოლოდ 70% განიცდის. როგორია მამაკაცების სიცრუე და როგორ გამოვიცნოთ ის?
ყველაზე ხშირი სიცრუის მიზეზები მამაკაცებში:
.სხვა ქალის მიმართ სიმპათია-51%
.დალეული ალკოჰოლის რაოდენობა-ამ ციფრს 26% ამცირებს
.ღალატი-21%
.საღამოს სახლიდან წასვლის მიზეზი(გასართობათ)-14%
.რაიმე შენაძენის გაკეთების აუცილებლობა-მას ამატებენ მამაკაცების 13%
ამის გარდა ძლიერი სქესის წარმომადგენლები ცრუობენ თავის ადგილსამყოფელზე, თავისი „ყოფილების“რაოდენობაზე და მეორე ნახევრის გარეგნობასთან დაკავშირებით. აგრეთვე მათ უყვართ საკუთარ თავზე ინფორმაციის შელამაზება, მაგრამ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მამაკაცები ცრუობენ კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის -უბრალოდ ამბობენ იმას რისი გაგებაც სურს მანდილოსანს.
როგორ გამოვავლინოთ მატყუარა? კვლევებიდან ჩანს რომ მამაკაცებს უჭირთ ტყუილის თქმა ქალებთან შედარებით. ამიტომაც ტყუილის თქმის დროს ისინი ხშირად პაულზებს აკეთებენ, არჩევენ სიტყვებს ფრაზის ლოგიკური გაგრძელებისთვის. მეცნიერები თვლიან რომ 20 წამია საჭირო იმისათვის, რომ დარწმუნდე მოსაუბრის სიცრუეში. უბრალოდ უნდა მიაქციო ყურადღება რამოდენიმე ასპექტს:
.ღიმილი - მან სახის გამომეტყველება სრულებით უნდა შეცვალოს და მის გაქრობას რამოდენიმე წამი უნდა დაჭირდეს. თუ თქვენ „მოკლედ და რიგითად“ გიღიმიან, შეგიძლიათ შეიტანოთ ეჭვი მოსაუბრის სიტყვებში.
.პირი - მისი „დამალვის“ სურვული, ყელის „გაწმენდვა“ და ჩახველება-შეიძლება მიუთითებდეს სიცრუეზე ან ინფორმაციის დამალვის სურვილზე.
.პოზა - შებოჭილი სილუეტი დაბლა დახრილი მხრებით და მოხრილი ზურგით მეტყველებს იმაზე, რომ მოსაუბრეს არ უნდა თავისი ფიქრების და გრძნობების გამოაშკარავება.
.გამოხედვა - გაშტერებული და თვალი თვალში გაყრილი მზერა-ეჭვის შესატანი ფაქტორია, რადგანაც ურთიერთობისას მიდის გონებრივი პროცესი და შესაბამისდ მზერა ერთი ობიექტიდან მეორეზე გადადის. თუ ადამიანი თვალებში მოგაშტერდათ, ესეიგი ის გამიზნულად ცდილობს თქვენი ნდობის მოპოვებას ან სულაც არ გისმენთ.
.საქციელი - არათანაბარი, ჟესტიკულაციის, ხმის ტემბრის და ხმის აწევის სწრაფი ცვალებადობით და არეული მეტყველება-ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ნერვიულობს და ამიტომაც იქცევა არათანმიმდევრულად.
რასაკვირველია შეიძლება მოსაუბრეს მოუწყო რეგულარული ტესტირება სიცრუესთან დაკავშირებით, მაგრამ სტატისტიკა სტატისტიკად დარჩება. მამაკაცები ჩვენზე ერთნახევარჯერ ხშირად ცრუობენ. რას მოიმოქმედებ თუ მთელი სამყარო ქალების და მამაკაცების ტყუილშია გახვეული? ალბათ უნდა განასხვაო მცირე სიცრუე რათა დახუჭო მასზე თვალი, საშინელი დიდი ტყუილისგან რომლის პატიება არ შეიძლება. ეს კი ხელოვნებაა რომელიც მეექვსე გრძნობაზეა დაფუძნებული.
ნერწყვის გამო პირის გარემო მჟაური ხდება, შედეგად კი მჟავა აზიანებს კბილების მინანქარს.
No comments:
Post a Comment