”კომერსანტის” ცნობით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საინიციატივო ჯგუფი, უკრაინული სპეცდანაყოფის ”ბერკუტის” ყოფილი თანამშრომლებისათვის მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად, საბაკო ანგარიშის გახსნას გეგმავს.
ამის შესახებ განცხადება საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანატოლი ტადტაევმა გააკეთა.
”დღეს ”ბერკუტის” თანამშრომლები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი დაამცირეს, ყველამ ვნახეთ როგორ დააჩოქეს ისინი. რუსეთში ”ბერკუტის” დასახმარებლად ფონდები იქმნება და სამხრეთ ოსეთშიც, მორალური და ფიზიკური დახმარების აღმოსაჩენად, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა.”-აღნიშნა ტადტაევმა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში, ”ბერკუტის” ხელმძღვნელობით, კიევის ცენტრში დემონსტრანტების დარბევას, ასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
No comments:
Post a Comment