add by be news

ირაკლი ალასანიას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მინისტრობიდან ათავისუფლებენ?


ვალერი გელბახიანი „ქრონიკასთან“ არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორიცელდეს.

გელბახიანის ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლებენ.
ექსპერტის განმარტებით, გათავისუფლების მოტივი იქნება ირაკლია ალასანიას გააქტიურება საერთაშორისო პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში.
„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პოსტიდან გაათავისუფლებენ. ის, სავარაუდოდ, მარგველაშვილის ფლანგზე აღმოჩნდება. საქართველოში იწყება ამერიკა-რუსეთის სერიოზული პროცესები, ამ შემთხვევაში თავდაცვის მინისტრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის დე-ფაქტო თავჯდომარე, თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს მთავრობის ის წევრი, რომელიც ნომენკლატურულად ემორჩილება ყველას... ალსანიას ჰქონდა მცდელობა, რომ გამოეკვეთა, რომ ის იყო ქვეყნის ლიდერი... არსებული ინფორმაციით ალასანია აკნინებდა პოლიტიკური ფიგურების ავტორიტეტს, რომლებიც „ოცნების“ კოალიციაში შედიან. ასე, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრ სიახლეს ვნახავთ და არ გამოვრიცხავ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებს,“ - განაცხადა გელბახიანმა.

No comments: