add by be news

ვინ ეძახის თეა წულუკიანს ზღარბს

გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ინტერვიუ ჩაწერა. „ნიუპოსტი“ გთავაზობთ მცირე ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან:„დედაჩემი ჩემი პირველი ნაცნობია დედამიწაზე. ბევრი მსხვერპლი გაიღო, მე და ჩემი ძმა წესიერი ადამიანები რომ გამოვსულიყავით. მის ამაგზე წიგნები დაიწერება. ბევრი იმუშავა, რომ ჩემში ქალისთვის მიუღებელი, ზედმეტად მეამბოხე ხასიათი მოეთელა..

.
მისგან სულ მესმოდა: "ნუ დააბოტებ, შენ ხომ ქალი ხარ?!", ან "გაგვიმართლა, კაცად რომ არ დაიბადე, თორემ ხომ ვიჯდებოდით სულ ციხის კართან!"
ახლა ასე აღარ ფიქრობს. მხოლოდ დროდადრო ზღარბს მეძახის, რაც არ მომწონს, მაგრამ... ადრე ცოტას მაქებდა კიდეც, ახლა მგონია, რომ უფრო მეტად ვეცოდები“, - ამბობს თეა წულუკიანი.
მინისტრი მამის შესახებაც საუბრობს და იხსენებს, რომ მამამ იარაღის ხმარება ადრეული ბავშვობიდან ასწავლა:
„ალბათ იმიტომ, რომ პირველ შვილს ბიჭს ელოდა და მე დავიბადე, მიაჩნდა, რომ იარაღის კარგად სროლაც უნდა მცოდნოდა და კაცივით ძლიერიც ვყოფილიყავი. ასეთი აღზრდა დღესაც მეხმარება, ბევრ რამეს გავუძლო, მაგრამ ქალს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ქალია.
ადრე ხშირად ვისროდი და ძალიან კარგადაც. ბიჭებისგან განსხვავებით, იარაღი იმდენად მძიმე მეჩვენებოდა, რომ მარჯვენა ხელის მაჯას მეორე ხელით ვიმაგრებდი, მაინც ზუსტად ვისროდი. მარჯვენა ხელით ვისვრი და მარცხენა თვალით ვუმიზნებ, რის გამოც დამცინოდნენ კიდეც. დიდი ხანია არ მისროლია, კარგად ვეღარ ვხედავ, მეშინია, არ ავაცდინო და საკუთარ თავზე წარმოდგენა არ წამიხდეს“.

No comments: