add by be news

გიორგი ვოლსკი 1984–დან 1990 წლამდე კომუნისტური პარტიის ინსტრუქტორი იყო


კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დეპუტატი გიორგი ვოლსკი 1984–დან 1990 წლამდე კომუნისტური პარტიის ინსტრუქტორი იყო, ანუ ამ თანამდებობაზე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგაც მუშაობდა.



ინფორმაცია ამის სესახებ საქართველოს პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ გიორგი ვოლსკის ბიოგრაფიაში მოიპოვება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უამრავმა პარტიულმა ჩინოვნიკმა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კომპარტიის ბილეთები ან საჯაროდ დაწვა, ან პარტიის დატოვებაზე განცხადება დაწერა.

ასე მოიქცნენ არამარტო საქართვლოში, სსრკ–ს რამდენიმე სხვა რესპუბლიკაში მცხოვრები სსრ კავშირის მოქალაქე კომუნისტებიც.

No comments: