add by be news

MсAfee Mobile Security ციფრული მონაცემების საიმედო დაცვას უზრუნველყოფს!

ბარსელონაში, MOBILE WORLD CONGRESS-ზე MсAfee-მ გამოაცხადა უფასო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც 30 ენაზეა ხელმისაწვდომი და Android-ისა და iOS სისტემაზე მომუშავე მობილურების მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს.
MсAfee Mobile Security -ს უფასო ვერსია მოიცავს დაცვის ახალ ფუნქციებს და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას Wi-Fi-სა და Intel® Device Protection Technology ქსელებში. 
ცოტა ხნით ადრე International Consumer Electronics Show -ზე Intel-ის გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან კრჟანიჩმა კომპანია MсAfee-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფასო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. როგორც ვხედავთ მისი ინიციატივა განხორციელდა კიდეც. 
დღეს-დღეობით ყველა აქტიურად იყენებს სმნარტფონებს პერსონალური მონაცემების გადასაგზავნად ან შესანახად, თუმცა არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენადაა დაცული მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია. MсAfee Mobile Security Android-ის ბაზაზე შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ინფორმაციისა და თავად მოწყობილობის დაცულობა, იგი იცავს ვირუსებისაგან, აქვს ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაფილტვრის ფუნქცია. აღნიშნულმა პროგრამამ 30 მწარმოებლის მიერ 100% -იანი შეფასება მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. 

No comments: