ინტერვიუ ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან, რომელმაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გვამების პირველადი ექსპერტიზა ჩაატარა და ირწმუნება, რომ ჟვანიას გვამს ძვლოვანი ტრავმა არ ჰქონია. ბატონი ლევანი იმხანად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ.
კარგი იქნება, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ექსპერტები ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ შეინიშნება. ექსპერტიზას ორი ვიდეოკამერა იღებდა, ერთი წუთითაც არ გამორთულა. შსს-სა და პროკურატურას აქვთ ეს ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
კარგი იქნება, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ექსპერტები ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ შეინიშნება. ექსპერტიზას ორი ვიდეოკამერა იღებდა, ერთი წუთითაც არ გამორთულა. შსს-სა და პროკურატურას აქვთ ეს ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
ჩემს საექსპერტო დასკვნაში ორივე გამოკვლევის (თბილისის და FBI-ს) მონაცემებია შეჯამებული. ჟვანიასა და იუსუპოვის სისხლში აღინიშნებოდა ნახშირჟანგის (CO ) დიდი რაოდენობა, დაახლოებით 8-10 ერთეულით მაღალი იყო ამერიკელთა დასკვნაში.
COO-თი მოწამვლას ავტოფარეხში დაქოქილი მანქანის გამონაბოლქვიც იწვევს. სწორედ იმ დღეებში, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე სამხედრო ექსპერტმა განაცხადა, რომ არსებობს სითხე, ხუთვალენტიან რკინასთან შეკავშირებული ნახშირჟანგი, რომლის 2 მლ საკმარისია, რომ ზუსტად ისეთი შედეგი დადგეს, რაც ჟვანიას შემთხვევაში. რა მნიშვნელობა აქვს, ფილტვებიდან შევა ნახშირჟანგი ორგანიზმში თუ კუჭიდან? ძნელია იმის თქმა, პრემიერი მოიწამლა თუ მოწამლეს, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. აჩვენონ ის ფირები საზოგადოებას და თქვან ყველაფერი! ამ საქმეზე დაკითხულიც კი არა ვარ, მაგრამ ერთი შემიძლია განვაცხადო: თუ დადგინდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, იცოდეთ, გარდაცვალება აუცილებლად ნახშირჟანგით არის გამოწვეული. იმიტომ, რომ გვამზე დაზიანება არ ყოფილა!
რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში იყვნენ ბატონი ზურაბის საოცრად შეშინებული და დამწუხრებული მეგობრები: გოგორიშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე და სხვები. სანამ გვამის გაკვეთას დავიწყებდით, მორგში იყო ჟვანიას გუნდის თითქმის ყველა წევრი, სულ ცოტა, 20-25 კაცი. მისი მეუღლეც იქ იყო, გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო, ეფერებოდა და ტიროდა. შეიძლება, ამდენმა ადამიანმა ნახოს გვამი და ნატყვიარი გამოეპაროს? რაც შეეხება კეფაზე ჭრილობას (რასაც მისი ერთ-ერთი მეგობარი ავრცელებს), გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კეფაზე კი არა, გულმკერდზეც კეთდება კვეთა.
ერად კი მინდა, ყველაფერი გაკეთდეს, რათა კითხვის ნიშნები მოიხსნას. ნახევარ საქართველოს სასაცილოდ არ ჰყოფნის ექსპრემიერის CO-თი მოწამვლა, არადა, ფაქტია, ასე მოხდა. პროკურატურამ ოჯახს მაინც აჩვენოს ექსპერტიზის დროს გადაღებული ფირები. ოჯახის, ერისა და საქართველოს ისტორიის წინაშე ვაგებ პასუხს ჩემს დასკვნაზე. ახალი ექსპერტიზა ხალხს დაარწმუნებს მხოლოდ იმაში, რომ გვამზე არ არის ძვლოვანი ტრავმა. ახალი ექსპერტიზის შესაძლებლობები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პირველადი ექსპერტიზისა, რომელიც მე ჩავატარე.
No comments:
Post a Comment