„მივმართავ ვიქტორ იანუკოვიჩს: თუ მას სახალხო დებატები სურს, მე მზად ვარ", - ტიმოშენკო.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ქვეყანაში არსებუ სიტუაციაზე დებატების გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ, ოპოზიციური პარტია „ბატკივშინას“ პრეს-სამსახური იტყობინება.
„მივმართავ ვიქტორ იანუკოვიჩს: თუ მას სახალხო დებატები სურს, მე მზად ვარ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ნაბიჯებზე სრულყოფილი დისკუსიისათვის უკრაინის კრიზისიდან გამოსაყვანად“, - მოყვანილია ტიმოშენკოს სიტყვები ცნობაში. ექს-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად სად და რა ფორმატში გაიმართება დისკუსია. ერთ-ერთ ვარიანტად, ტიმოშენკომ შესთავაზა ხარკოვის საავადმყოფოდან, სადაც ის ახლა იმყოფება, ვიდეოკონფერენციის ორგანიზება.
No comments:
Post a Comment