add by be news

ბიძინა ივანიშვილს "ქართუ მენეჯმენტის" თანამშრომლები დაუპირისპირდნენ

„ქართუ მენეჯმენტის“ ქართუ მენეჯმენტის არქიტექტორი დავით ავალიშვილი კომპანიის მფლობელს ბიძინა ივანიშვილის ღია წერილით მიმართავს. ავალიშვილის თქმთ "ქართუ მენეჯმენტის" ლიკვიდაციის გამო 66 თანამშრომლელი სამსახურიდან კონპენსაციებისა და განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს.  დავით ავალიშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ბ-ნ ბიძინა, როგორც მოგეხსენებათ ა.წ. 5 თებერვალს ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო დაიწყო შპს. „ქართუ მენეჯმენტის“ ლიკვიდაციის წარმოება, შედეგად ერთი ხელის მოსმით და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 66 ივე თანამშრომელს (რომლის ძირითად ბირთვს შეადგენდა არქიტექტორები, კონსტრუქტორები და მათთან მომიჯნავე სფეროს სპეციალისტები. ე.წ. საპროექტო ჯგუფი) შეგვიწყდა შრომითი ხელშეკრულება და მეტსაც გეტყვით ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გამოგვყარეს ქუჩაში, თან დაგვაწიეს თქვენი ოქროს სიტყვები „გაგებით მოეკიდეთო“. სავარაუდოდ ისიც მშვენივრად მოგეხსენებათ რომ „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი, შპს-ს ლიკვიდაციის დროს არ ითვალისწინებს თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდას და ამიტომაც მოიქეცით ასე, სხვა შემთხვევაში ვალდებული იქნებოდით 2 თვის კომპენსაცია დაგერიგებინათ. მაინტერესებს, ნუთუ იმდენად არ ცემთ პატივს თქვენთან მომუშავე ხალხს, რომ მადლობის ღირსადაც არ თვლით? იმის მაგივრად რომ პატივისცემა გამოგეხატათ ამდენწლიანი გვერდში დგომისთვის, თქვენ ადექით და წიხლით გაყარეთ გარეთ. რა მაგალითს აძლევთ ქვეყანას? საკუთარი თანამშრომლები არაფრად გიღირთ და მთელი საქართველო ალბათ სულ ცალ ფეხზე გკიდიათ!

No comments: