ხელისუფლება მზად არის, პარტიების დაფინანსების სისტემის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც პარტიების დაფინანსების საკითხზე მრგვალი მაგიდა მიმდინარეობხეს.
"შარშან მნიშვნელოვანი ცვლილელები შევიდა კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ". ამ ცვლილებების შესაბამისად მნიშვნელოვნად გაიზარდა პარტიების დაფინანსება - გარკველწილად გაორმაგდა კიდეც. თუ საჭიროა კიდევ მსჯელობა დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებაზე, მზად ვართ, მოვისმინოთ ის შენიშვნები, რაც აქვთ ოპოზიციის წარმომდგელებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგე. შეიძლება კიდევ იყოს გასაკეთებელი რამე. ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ და კონსულაცტები გავმართოთ", - დასძინა კობახიძემ.
No comments:
Post a Comment