add by be news

სვიმონ მასხარაშვილი - „ომში სააკაშვილმა დაამტკიცა რომ თავგანწირული ჯარისკაცია“

2008 წლის 9 აგვისტოს მოხდა უდიდესი ისტორიული მოვლენა - საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და გამოცხადდა საომარი მდგომარეობა რუსეთ-საქართველოს შორის. ასევე გაერო-ში ამერიკის ელჩმა ამ პროცესებს უწოდა რუსეთის ომი საქართველოსთან და მისი შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ომის ფაქტი აღიარა რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, შვედეთმა. ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან მოხდა ფაქტის კონსტატაცია. გვახსოვს კარგად, აფხაზეთის ომის დროს სისხლი იღვრებოდა, ამის მიუხედავად არცერთ დონეზე არ დაფიქსირებულა, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი.

ე გორში მაშინ გახლდით, როცა გორის ტაძართან ბომბი ჩამოვარდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 80 პროცენტს აკონტროლებდნენ ქართული საჯარისო შენაერთები. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი გმირმა არტილერისტებმა.
, რაც დღეს ხდება, ესაა 1921 წლის მდგომარეობა, მაგრამ ამ ორ მოვლენას შორის სხვაობა ის გახლავთ, რომ დღეს, 1921 წლისგან განსხვავებით, გამოცხადდა მობილიზაცია. მართალია, მაშინ ცნობილი გენერლები, 10 000-ზე მეტი ოფიცერი, ასევე 60 000 რუსეთის სხვადასხვა ფრონტზე ნაომარი ჯარისკაცი გვყავდა, სამაგიეროდ, არმია არ გაგვაჩნდა. დღევანდელი ხელისუფლება 1921 წლის ხელისუფლებისგან ბევრი რამით განსხვავდება. თუკი ის ხელისუფლება მოგებული ბრძოლის მერე გა
რბოდა, დღეს ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს მონოლითური არმია, რომელიც იბრძვის და იმარჯვებს.
რუსეთს დღეს არავითარი ძალა არ შესწევს საქართველოს ანექსიისთვის. ჩვენი სამხედრო ძალა, რომელიც ტერიტორიას იკავებს, გაცილებით ძლიერია, ვიდრე ყველა ის შენაერთი, რაც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ჩვენთან საბრძოლველად! ჩვენ, საბედნიეროდ, ძლიერები ვართ როგორც მოტივაციით, ისე პროფესიონალიზმით.
რეზერვისტების რაოდენობა 200 000 კაცია. ყველა ითხოვს ომში მოხალისედ გაწვევას. ჩვენი ჯარი არის ამერიკულ სტანდარტებზე გაზრდილი, რუსის ჯარი კი არაკაცურია, რადგან ის ადამიანის ჩაგვრაზეა აწყობილი. ჩვენ გვყავს ის ჯარი, რომელიც 2007 წელს ერაყში კოალიციის რიგებში ყველაზე მაღალხარისხოვან სამხედრო ძალად აღიარეს. ჩვენ საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცი გვყავს, იმდენი, რომ რუსეთს გადაწონის. რეზერვისტების დამატება საჭირო არ არის. ვიცი, რომ მოხალისეების მიღებაზეც უარი თქვეს, ჯერჯერობით ხალხის დამატება საჭირო არ არის. რუსეთს მხოლოდ ის შეუძლია რომ დაგვბომბოს, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ვიცით, რამდენიმე წელი თვით ავღანელები რუსეთის თვითმფრინავებს ვერ აგდებდნენ, ჩვენ კი 10 უმაღლესი კატეგორიის თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ. ცხადია, ამ ომში დიდ ზარალს მივიღებთ, მაგრამ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია.

No comments: