add by be news

თუთბერიძე - "ონიანის წინააღმდეგ, ბრალდების მოწმის მამა ცნობილი კანონიერი ქურდია"

თეა თუთბერიძემ თოქშოუში „პოლიტიკის დრო“ ის არგუმენტები წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, გოგა ონიანისდაკავებაში პოლიტიკურ მოტივების არსებობას ადასტურებს.
თუთბერიძის ინფორმაციით, დავით შათირიშვილი, რომლის განცხადების საფუძველზეც აღიძრა ონიანის წინააღმდეგსაქმე, არაერთხელ არის ნასამართლევი ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

„რამდენად სანდოა ასეთი ადამიანის მონაყოლი, ისტორია, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, ეს მიმინდია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა თეა თუთბერიძემ. 
მისივე ინფორმაციით, შათირიშვილის მამა არის რუსთავში ცნობილი კანონიერი ქურდი. 
თეა თუთბერიძემ პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპაქტორის შარიფაშვილის პატაკიც წაროადგინა, რომელშიც წერია, რომ ოპერაციას არა გოგა ონიანი, არამედ სამმართველოს უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე ხელმძღვანელობდა.

No comments: