add by be news

"ჩვენს მთავრობას მალე ქართველი ხალხი გვეტყვის არას და ეს ლოგიკური იქნება"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე თვლის, რომ უკიდურესად მძიმე სოციალურ ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პრემიების გამოწერა და ჯიპების შეძენა - ქვეყნის ღალატია. 





ამის სესახებ ჩაფიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
"მე ისევე ვარ გაოცებული ამ ფაქტებით, როგორც თქვენ. მე ვთვლი, რომ ეს არის ღალატი, თუნდაც იმ ერთი ადამიანის მიმართ, რომელიც მივიდა "ქართულ ოცნებაში" არა საკუთარი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის საერთო მდგომარეობა შეცვლილიყო უკეთესობისკენ. ყოველდღიურად მიწევს ურთულეს პრობლემებთან გამკლავება, შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლებიც გვთხოვენ წამალს, ლუკმაპურს, მათი შვილების გადასარჩენად... ბრუნდები და მედიასაშუალეებით იგებ ინფორმაციას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიების გამოწერით და ჯიპების ყიდვით არიან დაკავებულნი. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. მე აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არ მიმიცია ხმა იმისთვის, რომ საკუთარი თავებისთვის პრემიები გამოეწერათ, რომელიც ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე ის ხელფსი, რომელიც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ავიღეთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ხელისუფლება დაადგება იმავე გზას, რასაც ადგა "ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ ძალიან მალე ქართველი ხალხი გვეტყვის არას და ეს იქნება ლოგიკური", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

No comments: