add by be news

უკავშირდება თუ არა მარიამ საჯაიას გადეპუტატება მამის გარდაცვალებამდე საქმიანობას?

როგორ მოხვდა ნაციონალების" სიაში მარიამ საჯაია?"- ამ სათაურით აქვეყნებს  სტატიას გაზეთიპრაიმტაიმი" დეპუტატ მარიამ საჯაიას ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში მოხვედრასთან დაკავშირებით.

გაზეთის ინფორმაციით, მარიამ საჯაიას გადეპუტატება მამამისის გარდაცვალებას უკავშირდება.


დიდხანს ეძებდნენ პასუხს კითხვაზე, რა დამსახურებებით მოხვდა 21 წლის მარიამ საჯაია პარლამენტში, ისიც სწორედ იმ წელს, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და დეპუტატის ქვედა ზღვრული ასაკი 25-დან სწორედ 21 წლამდე დაიწია. როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი ადვოკატ ზურაბ თოდუას აქვს, რომელიც სტუდენტი გოგონას გადეპუტატებას მამის გარდაცვალებამდე საქმიანობას და მის ბურუსით მოცულ სიკვდილს უკავშირებს.

ყოფილი დეპუტატისბიზნესმენ ილია დალაქიშვილს სააკაშვილის ხელისუფლების დროს 6-მილიონნახევრიანი ქონება წაართვესისტორიარომელიც მარიამ საჯაიას მამას უკავშირდებაამთემის ერთგვარი გაგრძელებააციხეგამოვლილმა და არაერთგზის გაწეწილმა" ბიზნესმენმაახალისაქმის წამოწყება სცადა და შექმნა კომპანიარომელიც მყარი ნარჩენების გადამუშავებითნავთობპროდუქტს იღებდაერთ-ერთ საქმეზერომელიც ბათუმის ყოფილი ვთობბაზისტერიტორიის ნარჩენებისგან გათავისუფლებას შეეხებოდამას ისევ დასდეს ბრალი და ფინანსურმაპოლიციამ ამჯერად ის საბაჟო კონტროლის წესების დარღვევაშიფულის გათეთრებასა და ..დაადანაშაულასწორედ აქედან იწყებს თხრობას მისი ადვოკატი ზურაბ თოდუა იმ ისტორიისშესახებრომელსაც მარიამ საჯაიას მამისდემურ საჯაიას კომპანიამდე მივყავართ", - წერს გამოცემა.


„რევიზიები რომ ჩაატარეს, იმ კომპანიების შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ილია დალაქიშვილისგან ჰქონდათ წაღებული საქონელი. იმათ გაჰყვნენ კუდში. ზუგდიდის საგზაო სამმართველოს" გადამუშავებული ნარჩენები, ანუ ბითუმი ჰქონდა მისგან ნაყიდი, რომელიც საგზაო მშენებლობისთვის არის გამოსადეგი. წაიღო, დავუშვათ, 30-ტონიანი მანქანა და ჩაწერა 40 ტონა. ეტყობა, რაღაც გაბერა. ჩაუტარეს ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ, თუ სწორად მახსოვს, 350 ათასი ლარი ჰქონდა სახელმწიფოსთვის დამალული. ამიტომ ორჯერ დაიბარეს მარიამის მამა ფინანსურ პოლიციაში. მასთან რომ არაფერი გამოუვიდათ, დაიჭირეს მისი თანამშრომელი, თუ არ ვცდები, მოადგილე იყო, ილია ქვარცხავა.

ვვარაუდობ, რომ, როდესაც დემურ საჯაიას იბარებდნენ, იქ იყო საუბარი რაღაც თანხებზე, რომ შეეტანა ბიუჯეტის სასარგებლოდ, სანაცვლოდ შეეშვებოდნენ. მესამედ ის აღარ დაუბარებიათ და დაიჭირეს ილიაქვარცხავა, რომელსაც ბრალად ყალბი ანგარიშფაქტურების შედგენა წაუყენეს. მახსოვს, მისი წინასასამართლო სხდომა 2012 წლის 27 იანვარს იყო ჩანიშნული და ის 26 იანვარს გარდაიცვალა. ჩემ მიერ გამოთხოვილი მასალებით აღმოჩნდა, რომ გარდაიცვალა ღუდუშაურში. ეტყობა, ძალიან მძიმედ იყო, რაკი ციხიდან ღუდუშაურში გადაიყვანეს. ჩემ მიერ გამოკითხული პატიმრებისგან ვიცი, რომ ეს ადამიანი ძალიან გულჩათხრობილი, არაკონტაქტური იყო. თვითონ პატიმრებმაც კი არ იცოდნენ, რატომ იყო ეს ადამიანი ციხეში. ისინი მიამბობდნენ, რომ ქვარცხავა ხშირად გაჰყავდათ საკნიდან. ბრუნდებოდა შეწუხებული და ჩაფიქრებული. არავისთან შედიოდა კონტაქტში. როცა ეს ადამიანი გაჰყავდათ, მალევე ვიგებდით ყვირილსო. ესენი ვარაუდობდნენ, რომ მას ურტყამდნენ. ამის მეც მჯერა, რომ ეს ადამიანი ცემაში შემოაკვდათ, ან ამ ცემამ გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც ის საბოლოოდ გარდაიცვალა. ჩემი ვარაუდით, ამ ადამიანისგან ითხოვდნენ, მიეცა ჩვენება დემურ საჯაიას წინააღმდეგ. მას ასეთი ჩვენება არ მიუცია. საქმეში ასეთი რამ არ არსებობს. სწორედ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გაუსკდა გული მარიამ საჯაიას მამას. აი, ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში მარიამ საჯაია ნაციონალების" სიის პირველ ათეულში ხვდება. ჩემი ვარაუდით, ნაზი არონია არ არის ის პატარა ჩიტი, რომელსაც, ან რომლის ოჯახსაც შეიძლება ვიღაცამ წამოუთაქუნოს. ეტყობა, ამ ოჯახმა და თვითონ ნაზი არონიამაც იაქტიურა. ქვარცხავას გარდაცვალება დღეს ბურუსით არის მოცული. ექსპერტიზაც არ აქვს ჩატარებული. ეს მე უფრო მეტ საფუძველს მაძლევს ეჭვისთვის, რომ ამ საქმის გაუხმაურებლობისთვის შესაძლოა, დაუსვეს საკითხი სააკაშვილს - აი, შენმა ფინანსურმა და შენმა პროკურატურამ რა გააკეთა და თუ გინდა, რომ ჩუმად ვიყოთ, რამე პირობები შემოგვთავაზეო. არ გამოვრიცხავ, რომ მარიამ საჯაია სწორედ ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ეგზეკუციის მასალების არგახმაურებისთვის იყოს წარმოჩენილი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი საქართველოში. ჩემი სამართლებრივი ანალიზი და მტკიცებულებები მაძლევს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს", - აცხადებს ზურაბ თოდუა.

გამოცემის ინფორმაციით, მარიამ საჯაია ტელეეკრანებზე პირველად 2012 წლის თებერვალში გამოჩნდა განათლების სამინისტროს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერის ამპლუაში. 21 წლის 2012 წლის 15 მარტს გახდა. მაისში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით დეპუტატის ქვედა ზღვრული ასაკი 25-დან 21 წელზე ჩამოვიდა და მალევე ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წლის არჩევნებისთვის წარმოდგენილი სიის პირველ ათეულში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი სწორედ მისი სახით წარმოადგინა. იმავე წელს მარიამის ძმა, ნიკოლოზ საჯაია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი ხდება. მან 1 აგვისტოს 30 ათასი ლარი გადაურიცხა პარტიას. ვინაიდან დეპუტატი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება სასწავლებლად, პრაიმტაიმმა" ვერ შეძლო მასთან ინტერვიუს ჩაწერა.

ვერ გეტყვითჩემი მეუღლე ბიუმს ვისგან ყიდულობდაან პრობლემა ჰქონდათუ არ ჰქონდაასეთდეტალებში არ მახედებდა. ჩემს მეუღლეს არ ჰყოლია მოადგილეგვარად ქვარცხავავიღაცა ახლაჭორაობს რაღაცასვინ არის ზურაბ თოდუარომელმაც თურმე რაღაც იცის ჩემი მეუღლისსაქმიანობის შესახებ? მე არ ვიყავი ჩახედული და ის საიდან ფლობს ამ ინფორმაციას? ჩემს მეუღლესარავითარი პრობლემა არ ჰქონია ფინანსურთან და არც კავშირი ჰქონია ვინმე ქვარცხავასთან,რომელიც დაიჭირეს და მოკვდასულ ჭორებიავინ კადრულობს გარდაცვლილზე ასეთ ჭორაობას?ჩემს მეუღლეს ყოველთვის ყველაფერი გამართული ჰქონდასაგზაო სისტემაში მას ყველა იცნობდა.ახლაცროცა ხელისუფლება შეიცვალადღესაც მას აფასებენროგორც კეთილსინდისიერ ადამიანსადა კეთილსინდისიერ მეგზევეს", - აცხადებს ნაზი არონია.

გამოცემა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ შედგენილ აქტსაც აქვეყნებს, რომელიც 2011 წლის 27 დეკემბრით არის დათარიღებული. გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს დოკუმენტიდან:

1. გამოძიებით დადგენილიარომ 2011 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შპს ზუგდიდისსაგზაო სამმართველოზე შპს XGისშპს ნატურის" და შპს ამირომის" მიერ 6 ოპერაციაზეგამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით 134 198 ლარის ღირებულებისნავთობპროდუქტების მიწოდება რეალურად არ განხორციელებულაშესაბამისადსახეზეაუსაქონლო ოპერაციებირომელთა შედეგად შპს ზუგდიდის საგზაო სამმართველომ" დღგ-ში მიიღო20 471 ლარის უკანონო ჩათვლა.

2. გამოძიებით ასევე დადგენილიარომ 2011 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შპსზუგდიდის საგზაო სამმართველოზე შპს XGის მიერ 225 960 ლარის ღირებულების მიწოდების 15ოპერაციაზე გამოწერილია ყალბი ანგარიშფაქტურები და ადგილი აქვს ფიქციურ გარიგებას.რამდენადაც საგადასახადო ანგარიშფაქტურები დასახელებული საქონლის ლეალური წყლის",ლამის სახით ნავთობის ნარჩენის"მეორადი ზეთისა" და ნავთობპროდუქტების ნარეცხინარჩენების" ნაცვლად რეალურად განხორციელებულია სხვა დასახელების პროდუქციის - ნედლინავთობის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია.

გამოცემასთან საუბარში ილია ქვარცხავას ქვრივი აცხადებს, რომ არ სურს მეუღლეზე საუბარი.

სწორად გამიგეთჩემი კოლეგა ხართ და ამ საკითხზე კოლეგიალური მოსაზრებების გამო მაინცგაგცემდით პასუხსმაგრამ ეს ჩემთვის უსაზღვროდ მტკივნეული თემაა და არ შემიძლია ამაზესაუბარირომ გავიგორომ ჩემი ქმარი მოკლეს ასე უპატრონოდშესაძლოაჩემს ნამოქმედარზეპასუხი აღარ ვაგოამიტომაც მირჩევნიაეს ყველაფერი არ ვიცოდემირჩევნიავიცოდერომ გულიგაუსკდა და ასე მოკვდათანაცსამი ბიჭი ეზრდება და არ მინდარომ ბავშვებმაც რამე ბოღმა ჩაიდონგულში. ილია დემურ საჯაიას მოადგილე არ ყოფილა, უბრალოდ ჩემს ქმარსა და დემურ საჯაიასრაღაც ეტაპზე საერთო ბიზნესინტერესები ჰქონდათჩემს ქმარს სხვა კომპანია ჰქონდამაგრამ რაზეცდაიჭირესეს სისულელე იყო და შეთითხნილიარსად მისი ხელმოწერა არ იყო და საერთოდრისსაფუძველზე დაიჭირესვერც ამას ვხვდებოდი", -აცხადებს ის.

No comments: