add by be news

გივი თარგამაძემ ოთანაძეს დაუშინა ტყვიები

თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა გადაცემა ,,რეაქციაში“ სპეციალური განცხადება გააკეთა და პროკურატურის მხრიდან უმცირესობის წევრის, გივი თარგამაძის მკვლელობაში დადანაშაულების მცდელობა დააანონსა.
უგულავას თქმით, ხელისუფლება ცდილობს წინასაარჩევნოს ,,ბინძური“ თემების წამოწევას. ,,მე მინდა ერთ ძალიან კონკრეტულ და საგანგაშო საკითზე გავაკეთო განცხადება, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს საბოლოო განაჩენი მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით. როგორც სჩანს, ამაზე ძალიან ღელავს ჩვენი ხელისუფლება, არ იცის რა წინასწარ როგორი შეიძლება იყოს განაჩენი, ამიტომ დაიწყეს ახალი ბრალის შეთითხვნა და ამაში პირადად არის ჩართული ღარიბაშვილი და არაერთხელ დააანონსა გაუგებარი სიურპრიზები, საქმე ეხება გლდანში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ერთი მეამბოხე დაიღუპა და მეორე - დაიჭრა. პრკურატურა აწარმოებს გამოძებას გაუგებარი მიმართლებით და მათ აქვთ შეკვეთა მიცემული გამომძიებლებზე, რომ გივი თარგამაძე გაასაღაონ ადამიანად, რომელმაც თითქოს ოთანაძეს დაუშინა ტყვიები. იმ მომენტში მეც ვიყავი იქ და პროკურატურას რომ აიტერესებდეს სიმართლე, მაშინ მეც დამიძახებდნენ დაკითხვაზე. გივი თარგამაძეს არათუ იარაღი არ ჭერია და არ უსვრია, არამედ გივი თარგამაძემ გადაარჩინა ეს ადამიანი და ბოლომდე მიჰყვა საავადმყოფომდე, მე შემიძლია ამის დადასტურება, მაგრამ როგორც სჩანს, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ხელახლა შეთითხნოს და მთლი საარჩევნო პერიოდი ამ სიბინძურით გაატაროს. გადაწვეტილი აქვს ტალახის სროლა და არა ცივილიზებული არჩევნების ჩატარება, მე მინდა წინასწარ ვუთხრა, რომ არაფერი გამოუვათ და როგორც მანამდე, ესეც საპნის ბუშტივით გაუსკდებათ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

No comments: