add by be news

მივმართავ სამღვდელოებას, ღვთის გულისათვის, ფრთხილად ვიყოთ

ზნეობრივ კომისიაში"სასულიერო პირების დაბარებას ბერ-მონაზონი ილია ვაშაკიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით "ზნეობრივი კომისია" სასულიერო პირების დაშლას ისახავს მიზნად."ქრისტეში საყვარელო ძმებო! მივმართავ სამღვდელოებას, ღვთის გულისათვის, ფრთხილად ვიყოთ. "იყავთ ერთ, ვითარცა მე და მამაი ჩემი ერთ ვართ" (წმ. წერილი). ამ ერთობისა და სრულყოფის დაშლასა და დანაკუწებას ლამობს დღეს ე.წ. "ზნეობრივი კომისია", რათა რამოდენიმე თვეში სამღვდელოება ერთმანეთს გადაგვკიდოს. ამ კომისიის ზოგიერთი აქტიური წევრი (ხაზს ვუსვამ, ზოგიერთი და არა ყველა) ცდილობს როგორც მღვდლების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ასევე ეკლესიის სახელმწიფოსთან შეჯახებას (აქ მხოლოდ კომისიის წევრებზე არ არის საუბარი), რომ საბოლოოდ ძირს დასცენ ქართული ეკლესია და სახელმწიფოებრიობა თავიანთი მერკანტილური მიზნების გამო. "თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსაო". ეს აპრობირებული მეთოდია ЧК-ს, КГБ-ს, ФСБ-ს და FBI-ს სპეციალურად მომზადებული ფსიქოტექნოლოგიების გამოყენებით, რათა მერე თვითონ ჩადგნენ ერთმანეთზე სამტროდ გადაკიდებული სამღვდელოების გამშველებლის პოზიციაში და თავისივე გათიშულზე თავადვე იბატონონ - "გათიშე და იბატონე!" ან და კიდევ გამოიწვიონ განხეთქილება ეკლესიაში. იმ ტექნოლოგიის შესახებ, რა ტექნოლოგიითაც ახლა ზოგიერთი მაღალი იერარქი მოქმედებს, შეგიძლიათ იხილოთ ფელიქს ძერჟინსკის თხზულებათა მე-6 ტომის 666-ე გვერდზე. ახლა, როგორც არასდროს, სამღვდელოებას გვჭირდება სიფხიზლე, ქრისტესმიერი სიყვარული და ერთ მუშტად ყოფნა. Шесть, шесть, Шестьсот шестьдесят шесть, Пропала овчарня, Продали шерсть. ძალიან მომწონს ერთი იტალიური ანდაზა: "Chi va con zoppo, impara zoppicare". ქრისტეს სწავლება კი ყოველგვარი გადახვევების გარეშე სწორია და ამ ვექტორს კი სულის ხსნისაკენ მივყავართ ყველა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ გაკეთდეს ლუსტრაცია და საბოლოოდ გაირკვეს ვინ პედარასტია, ვინ პედოფილი, ვინ ფინანსური მაქინატორი, ანუ გაირკვეს ვინ ვინ არის. და საერთოდ, ცისფერი კართაგენი უნდა დაინგრეს. ღმერთმა ყველას გვიშველოს!"

No comments: