add by be news

გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში კვირის ბოლოს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიურ ანგარიშს პარლამენტს კვირის ბოლოს წარუდგენს.
იგი დეპუტატებს 21 თებერვალს მიმართავს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში მოხდება შეხვედრა. დეტალები ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაზუსტდება.
პრეზიდენტის გამოსვლა საპარლამენტო უცირესობასთანაც შეთანხმდება. ისინი პრეზიდენტს კითხვების დასმას თვითმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსა და საგარეო საფრთხეებზე აპირებენ.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი მოხსენებაში ყურადღებას ქვეყენაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილებს.

როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პრეზიდენტთან ბევრი შეკითხვა ექნებათ, რადგან არის არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც საკითხებზე უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია.

No comments: