”მაიამი” ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდის, კრის ბოშის ბენდია. და ”მაიამიში” პრობლემებს სხვებიც აგვარებენ. რაშარდ ლიუისი ხანდახან კალათბურთს თამაშობს, მისტერ ბისლი დაბრუნდა და ისევ კანონმორჩილი ამერიკელია. ნორის კოული კარგი ბიჭია და სასაცილოდ ცეკვავს.
და კრის ანდერსენს პოლიციელები არ მოსწონს. მაგრად არ მოსწონს. კრისი პოლიციელებზე ათხრილია. და მისტერ ანდერსენმა გუშინ სახლი გაყიდა. ჩვეულებრივმა ტიპმა გაყიდა 750 000 დოლარად ჩვეულებრივი სახლი. ორი წლის წინ იმ სახლის ვერანდაზე პოლიციამ ბავშვური პორნოდისკები ნახა. და ანდერსენი დაკითხეს. და კრისი გამოუშვეს. იმ ვიდეომასალასთან ტიპს არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
კრისმა ეს სახლი 500 000 დოლარად იყიდა და როგორც კი პორნოთემა დაიძრა, საიტზე შეაგდო, გასაყიდად. სახლის ყიდვა უეიდს უნდოდა, მაგრამ კრისი და მისტერ უეიდი ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ვერ ჩამოყალიბდნენ. ხდება ხოლმე.
მისტერ ანდერსენი: ”ის პორნოთემა... ვერ მივხვდი, პოლიციელებმა ვისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ სხვისი, ჩაკეტილი სახლის ვერანდაზე ბავშვური პორნოგრაფიის ამსახველი დისკები ეყარა. მართლა ვერ მივხვდი. და ვერ მივხვდი, მე რა შუაში ვიყავი ამ იდიოტობასთან. მაგრამ ეს წარსულშია...სახლი გავყიდე. 250 000 დოლარი მოვიგე და ახალ მფლობელს ვურჩევ, კარგად შეათვალიეროს ყველაფერი. სადმე რამე საინტერესო და აკრძალული არ იყოს.”
მისტერ ანდერსენი კარგი კალათბურთელია. წელს, რეგულარულში საშუალოდ 6.5 ქულას და 4.6 მოხსნას იღებს. ჩვეულებრივი მოთამაშის ჩვეულებრივი სტატისტიკა.
No comments:
Post a Comment