რატომ აქვს ერს სკლეროზი, ნეტა?! ეს ქალი ცოტა ხნის წინ ევრაზიის ფონდმა არ ამხილა ფულების მოტეხაში? თინა ხიდაშელსა და სხვა ,,ენჯეოშნიკებს“ ვითომ ხელფასს რომ უცდიდა და სინამდვილეში თვითონ იდებდა ფულს ჯიბეში...
ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძეს თაღლითობაში ამხელს ავრაზიის ფონდი. გარდა თანხების არამიზნობრივი ხარჯვისა, როგორც ,,პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, ნანა კაკაბაძეს პროექტში მონიტორებად თინა ხიდაშელი და სოზარ სუბარიც ყჰავდა მითითებული, თუმცა არცერთი მათაგანი რეალურად პროექტში არ მონაწილეობდა და მათ ამის თაობაზე არც კი იცოდნენ.
ისტორია 2002-2004 წლამდე პერიოდში კაკაბაძის მხრიდან არამიზნობრივად თანხების ხარჯვას ეხება, რომელსაც თავად კაკაბაძე არა, მაგრამ ამ გრანტის გამცემი ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ადასტურებს, - ამის შესახებ წერს გაზეთი ,,პრაიმტაიმი“, რომელიც დეტალების გასარკვევად ,,ევრაზიის ფონდის“ ყოფილ დირექტორს ქეთი ხუციშვილს ესაუბრა.
,,12 წლის წინ იზოლატორების მონიტორინგისთვის ევრაზიის ფონდიდან სოლიდური გრანტი მიიღო ნანა კაკაბაძემ, სამუშაო კი, როგორც ირკვევა, კეთილსინდისიერად არ შეასრუალ, მეტიც, როგორც ქეთი ხუციშვილი ადასტურებს, კაკაბაძემ ინვოისები გააყალბა, რის გამოც ფონდმა პროექტი შეაჩერა“, - წერს გამოცემა.
ქეთი ხუციშვილი ინტერვიუში ჰყვება, რომ პროექტი უშუალოდ მან შეაჩერა, იმის გამო, რომ ადგილი ჰქნდა არამიზნობრივ ხარჯვას.
,,2004 წელს მოგვიწია პროექტის შეჩერება...ჩვენ ზედმიწევნით ვამოწმებდით ყველა ხარჯს და აღმოჩნდა, რომ არამიზნობრივ ხარჯს ჰქონდა ადგილი... ხიდაშელი და სუბარი მითითებული იყვნენ მონიტორებად, თუმცა საერთოდ არ მონაწილეობდნენ, არც კი იცოდნენ ამის შესახებ“, - აცხადებს ხუციშვილი და დასძენს, რომ გადახდის ინვოისები იყო წარმოდგენილი, რომელიც არ დასტურდებოდა და ამიტომ მოუწიათ პროექტსი გაჩერება.
,,ჩვენ მივეცით მას გრანტი, პროექტი მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ ამ მიზეზების გამო შევაჩერეთ... ჩემთვის ნანა კაკაბაძის პასუხი ამაზე დამაჯერებელი არ იყო...ჩვენ ორგანიზაციას მას შემდეგ ნანა კაკაბაძისთივს გრანტი აღარ მიუცია“, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი.
ნანა კაკაბაძე ამ ისტორიას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ,,მსგავსი არაფერი ყოფილა, პროექტი არც ერთხელ არ მქონია შეჩერებული, ყველა პროექტი იყო დასრულებული. პროექტის სეჩერება არ არის დამოკიდებული ვიღაცის ნება-სურვილზე... რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო, საქმეს მისცემდნენ იურიდიულ მსვევლობას“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ ,,პრაიმტაიმთან“ კომეტარში.
გამოცემა თბილისი ფორმუზე ნანა კაკაბაძის მისამართით ამ საქმესთან დაკავშირებულ პოსტს წააწყდა:
,,რატომ აქვს ერს სკლეროზი, ნეტა?! ეს ქალი ცოტა ხნის წინ ევრაზიის ფონდმა არ ამხილა ფულების მოტეხაში? თინა ხიდაშელსა და სხვა ,,ენჯეოშნიკებს“ ვითომ ხელფასს რომ უცდიდა და სინამდვილეში თვითონ იდებდა ფულს ჯიბეში. მერე მოერიდა ცოტა ხანს ეკრანს, გამოსაჩენი პირი აღარ ჰქონდა...“.
No comments:
Post a Comment