add by be news

საგანელიძე პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრაზე ოცნებობს, ვაშაძე შეხვდრის აზრს ვერ ხვდება


ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების შესაძლო შეხვედრის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს შეფასებები უკვე მოჰყვა. პარლამენტის უმრავლესობის წევრები ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრას მიესალმებიან. მეტიცქართული ოცნებისწევრის დავით საგანელიძის განცხადებით, ის ოცნებობს მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრაზე.
 

"
მე ნამდვილად გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად მოსალოდნელია ეს უახლოეს ხანებში, მაგრამ იმაზე, რომ საქართველოს და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს შეხვდნენ, ერთმანეთთან დასხდნენ, ისაუბრონ ამ ორი ქვეყნის მომავალზე, ურთიერთობების დალაგებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე, მე ვოცნობობ. რაც მალე იქნება, ამას ნამდვილად მივესალმები", - განაცხადა საგანელიძემ თემის კომენტირებისას. 

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, კი საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების პირველ შესაძლო შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიების ნაცვლად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა უმჯობესი იქნება, თუმცა იქვე დასძენს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრის დროც მოვა. 

"
ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ საუბრის თემა უნდა იყოს ტერიტორიის დეოკუპაცია და სხვა არაფერი. ამის დროც მოვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში შემოტანილი ახალი ელემენტები- ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი ურთიერთობები, ასევე, პირველ რიგში, უსასფრთხოება - სტაბილიზაცია სჭირდება ჩვენს ქვეყანას მრავალი ასპექტით", - განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს. 

პუტინისა და მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძეც. ვაშაძის პროგნოზით, ეს იქნება შეხვედრა ყოველგვარი შედეგის გარეშე, რომელიც რუსეთს სჭირდება იმისათვის, რომ დასავლეთის ყურადღება საქართველოს პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანონ. 

გრიგოლ ვაშაძე: ,,მაშინ როცა პუტინმა ერთი ფრაზა თქვა შეხვედრაზე, საქართველოს ხელისუფლებიდან წამოვიდა განცხადებები, რომ არა მე შევხვდები და არა მე... რაც სამარცხვინო იყო. ყველაზე მთავარი არის, რატომ დღეს და რატომ მარგველაშვილი. ჩემი დასკვნა არის ის, რომ ძალიან ჭკვიანი ხელისუფლება ჰყავს რუსეთს და ორ სვლაში დაუსვეს შამათი საქართველოს ხელისუფლებას - აბაშიძე-კარასინი, ღვინო, ბორჯომი, ავიამიმოსვლა და ეხლა უკვე შეხვედრა უმაღლეს დონეზე. მშვენივრად იციან, რომ მარგველაშვილი არც პოლიტიკურად და არც კონსტიტუციურად არაფერს წარმოადგენს. პუტინს სჭირდება ზუსტად ამისთანა ფიგურა, რუსებს სურთ ასეთი შეხვედრა, რადგან ყოველგვარი შედეგის გარეშე, შექმნან შთაბეჭდილება, რომ საქართველოსა და რუსეთის ,,კონსტრუქციულიდიალოგი გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე“.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, ქართველ კოლეგას შეხვდეს. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

No comments: