გიგი უგულავა ბათუმში იმყოფება, როგორც ცნობილია მას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზანი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ანტიკონსტიტუციურად ცნობაა, რომლებიც მიუთითებენ, რომ პირის თანამდებობიდან გადაყენება ზეპირი მოსმენის გარეშეც შესაძლებელია.
ჩვენ მოვითხოვთ ანტიკონსტიტუციურად იყოს ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე შესაძლებელია პირის თანამდებობიდან გადაყენება. ამასთან ერთად, აღნიშნული ნორმები არღვევენ შრომის უფლებას, პასიურ საარჩევნო უფლებას და ა.შ. არ არის გაწერილი პროცედურა და არჩევითი თანამდებობის პირის გადაყენების თაობაზე და ამაზეც გვაქვს მსჯელობა.
ცენტრალური მსჯელობა ეხება იმას, რომ არ შეიძლება რომ ზეპირი მოსმენის გარეშე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მხოლოდ, ისე რომ მხარეს არც კი მოუსმინოს, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება პირის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე," _განაცხადა ბექა ბასილაიამ.
No comments:
Post a Comment