add by be news

რამდენად მიზნობრივად იხარჯება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის გადარიცხული თანხა

გორის მუნიციპალიტეტს, მთავრობის განკარგულებით, 90 363 ლარი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გადაერიცხა. ადრესატმა თანხა მიიღო, თუმცა სხვა მიზნობრივი დანიშნულებით იყენებს.

როგორც news.ge-ს გორის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ განუცხადა, მან იცის, რომ ეს თანხა 28 აგვიტოს სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ასანაზღაურებლად, 2014 წლის იანვრის ბოლოს დაირიცხა.
კობერიძე ამბობს, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ, მან დაიანგარიშა სოფლების მოსახლეობის ზარალი და დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხის ანაზღაურების თხოვნით, მთავრობას მიმართა, რომელმაც თხოვნა დაუკმაყოფილა და 90 ათას ლარზე მეტი გამოუყო.
თუმცა, მთავრობის 15 იანვრის განკარგულებაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს, აღნიშნულია, რომ 90 363 ლარი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უნდა დაიხარჯოს.
გორის გამგებელი პაპუნა კობერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოიყო და მთავრობის განკარგულების ფორმულირებასა და გამგეობის მიერ განსაზღვრულ მიზნობრიობას შორის, სხვაობა არ არსებობს.
„განკარგულებაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წერია, იგივეა. ეს იყო დაზარალებული მოსახლეობა დიცში, არბოში, ერგნეთსა და ქორდში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში. იანვარში გადმორიცხული თანხა ამ სოფლებისთვის იხარჯება. საკრებულოსა და გამგეობის ერთობლივი კომისია სწავლობს, როგორ გადანაწილდეს თანხა დაზარალებულ მოსახლეობაზე. დღეს ვესაუბრე კომისიას და მითხრეს, რომ მომავალი კვირიდან თანხის გაცემა დაიწყება“, - განაცხადა კობერიძემ.

No comments: