add by be news

ოზურგეთში ოთხი ავტომნაქანა გაძარცვეს

ოზურგეთში იოანე პეტრიძის ქუჩაზე, ფანტანთან მდებარე 12 სართულიან კორსპუსის ეზოში მდგარი ოთხი ავტომნაქანა, გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა გაძარცვეს. შემთხვევა სავარაოდოდ, ღამის საათებში მოხდა. წაღებულია აკუმლატორები, მინწმენდები და მანქანის სხვადასხვა ატრიბუტები. ამის შესახებ ინფორმაციას, მანქანის მეპატრონეები ავრცელებენ. ადგილზე მისულებს მომხდარი, ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებმაც დაუადასტურეს. ამ წუთებში ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებს. როგორც ერთერთი მანქანის მეპატრონე კახა ბარამიძემ აცხადებს, ზარალი დილით შეამჩნიეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, წლებია მანქანებს ამ ადგილას აყენებენ და ღამით ტოვებენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპჟები და კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

No comments: