ადვოკატ გოგა ონიანისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სასამართლო სხდომას თავად ონიანიც ესწრება. მან სხდომაზე დაკავების პროცესში განხორციელებულ დარღვევებზე ისაუბრა.
ონიანის განცხადებით, დაკავებისას და დაკავების იზოლატორში გადაყვანის პროცესში ადგილი ჰქონდა მისი უფლებების დარღვევებს. მისი თქმით, დაკავება მოხდა ბინაში და ასევე კამერებით გადაღებაც ხდებოდა. ამასთან, დაკავება და ჩხრეკა მიმდინარეობდა ერთდროულად.
ონიანმა ასევე აღნიშნა, რომ თავიდან სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანდნენ, თუმცა უკვე გზაში გაიგო, რომ პროკურურატურაში არ მიდიოდნენ.
"ვითხოვე, დავკავშირებოდი ჩემს ადვოკატს. ამის უფლება არ მომცეს. გაპროტესტება დავიწყე, რის დროსაც ერთი მხრიდან ხელი მომხვდა", - განაცხადა ონიანმა და დასძინა, რომ სამმართველოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ონიანს უთხრა, რომ "ისეთ "რაზგონზე" იყავი, ამას უნდა დალოდებოდიო".
შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე დააკავეს.
No comments:
Post a Comment