add by be news

მაშინ "დაგვერხა"როცა ერეკლე მეფე რუსეთუმედ მივიჩნიეთ, "სირისტიანი"სააკაშვილი კი პატრიოტად!- კონსტანტინე ჩიკვილაძე

ჩვენი საქმე იქ და მაშინ წახდა, როცა ერეკლე მეფე რუსეთუმედ მივიჩნიეთ, "სირისტიანი"სააკაშვილი კი პატრიოტად!ახლაც, ზოგ კომენტარს რომ ვკითხულობ, ვხვდები რომ ბოლომდე ვერაფერი გაიგო ქართველობამ .....რუსეთზე "ყეფა" და რუსეთის ძაგება კი არაა "დიდი" ქართველობა, არამედ გამჭრიახობა, სიბრძნე და შორსმჭრეტველობა- სხვა ვერაფერი გვიშველის!
 ერეკლე მეფემ სწორედაც რომ სრულ გადაჯიშებასა და გადაგვარებას გადაარჩინა საქართველო, გააკეთა რა ერთადერთი სწორი და ადეკვატური არჩევანი. ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული იმდენი არაადეკვატური ნაბიჯი გადავდგით, პირველ რიგში, საკუთარი თავის საზიანოდ, რომ ამას არაფერი ქვია, ჩვენ ჩვენივე ხელით გავითხარეთ სამარე, რომელშიც ახლა ვართ. სხვა სიტყვები, საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ვერ გამოხატავს. დამოუკიდებლობის გამოცხადება, რეალური დამოუკიდებლობის მოპოვება არაა. ვიდრე დამოუკიდებლობას გამოაცხადებ უნდა გათვალო ყველა ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი, რაც საქართველოს არ გაუკეთებია- ჩვენ მხოლოდ ემოციებით გადავწყვიტეთ ჩვენი ბედი, და შესაბამისად ვართ კიდეც!

No comments: