რაც ქვეყანაში ხდება და რაც დაემართა თბილისს უბედურებაა. ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა , ნიკო ლეკიშვილმა "პირველ რადისთან" საუბრისას განაცხადა. ლეკიშვილი გუშინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" , დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წევრების დებატებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებული ვითარება მისთვის მიუღებელია.
ლეკიშვილის თქმით, პრობლემების მოგვარება მოხდება მხოლოდ მაშინ თუ, მოსახლეობა არჩევნებზე, არჩევანს გააკეთებს ისეთ ადამიანზე, რომელიც იქნება თბილისის ინტერესებს მორგებული.
"ის რაც ხდება და ის რაც მოხდა გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საშინელება იყო. ზოგადად რაც ხდება ქვეყანაში და რაც დაემართა თბილისს უბედურებაა და ეს არჩევნების წინ უნდა გაითვალისწინონ ამომრჩევლებმა. რაც ხდება თბილისის საკრებულოში და თბილისს მმართველობაში არის წარმოუდგენელი ამბავი და მიუღებელია ჩემთვის. გადასვლები, გადმოსვლები, ერთი მხარე, მეორე, მესამე მხარე, ეს ყველაფერი მიუღებელია ჩემთვის. არსებულ ვითარებას არაფერი არ უშველის არჩევნების გარდა. მე აქ ვერ ვხედავ ხალხს, რომლებიც თბილისის ინტერესებზე არიან მორგებულნი,"-განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.
No comments:
Post a Comment