add by be news

გოგამ მითხრა რომ მის დაპატიმრებას აპირებნენ რაც სერიოზულად არ აღვიქვი

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ადვოკატ გოგა ონიანის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე პროცესის დასაწყისში განაცხადა, ონიანი რამდენიმე დღის წინ მასთან იმყოფებოდა და აცნობა, რომ უახლოეს დღეებში მის დაკავებას აპირებდნენ."გოგა ონიანი ჩემთან პარასკევს იმყოფებოდა და თქვა, რომ აპირებდნენ მის დაპატიმრებას. ეს სერიოზულად არ აღვიქვი,
რადგან ადვოკატი იცავს თავის დაცვის ქვეშ მყოფებს. მე რაც ვნახე, რომ ბინაში დააპატიმრეს და ჩაატარეს ასეთი სადამსჯელო ოპერაცია, ამით გაკვირვებული ვარ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლეზე აღნიშნული ფაქტი გავლენას არ იქონიებს განაჩენის გამოტანისას.

No comments: