add by be news

შიხიაშვილი გამგებლებს: მე დიდი პოლიტიკური ფიგურა ვარ და ჩემი შეფასების უფლება არავის აქვს

საბურთალოს რაიონის გამგებლის, გია ხუროშვილის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა ქურდულ გარჩევაში გადაიზარდა. ამის შესახებ ხურაშვილმა „დროანიუსთან“ საუბარში განაცხადა. 
„ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ შიხიაშვილს სურდა ჩვენთან შეხვედრა ბიუჯეტის საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრისას ჩვენ მოვთხოვეთ საკრებულოს თავმჯდომარეს საზოგადოებისთვის ეცნობა, თუ რომელი აფთიაქია, სადაც წამლებს უფასოდ არიგებენ, რომელი საავადმყოფოებია, სადაც ოპერაციებს უფასოდ აკეთებენ და ბიუჯეტის დამტკიცება არ სჭირდება. ბუნებრივია იგი ასეთ ობიექტებს ჩვენ ვერ ჩამოგვითვლიდა, და ეს იყო ტყუილი საზოგადოების წინაშე. ამ კითხვებმა მისი გაღიზიანება გამოიწვია და შეხვედრა ქურდულ გარჩევაში გადაიზარდა, სადაც მონაწილეობას ასევე „პორტირებული ნაციონალები“ ხაჩირიშვილი და თევდორაძე იღებდნენ.შიხიაშვილმა იუკადრისა ჩემი შეპასუხებები და განმიცხადა , რომ იგი ,,დიდი პოლიტიკური“ ფიგურა არის და მისი შეფასების უფლება არავის აქვს. ყველას კარგად ახსოვს როგორ შემოვიდა პოლიტიკაში „პორტირებული“ ნაციონალი შიხიაშვილი, რომელსაც თავისი გადაფრენებით ჩინეთსა და ამერიკაში , იმდენად დაშორდა საზოგადოებას, რომ ძალიან შორიდან უყურებს თბილისელების პრობლემებს. ჩემს თვალში შიხიაშვილი რჩება ამერიკიდან დაბრუნებულ „მოდერნისტულ ყვარყვარედ, “-განაცხადა ხუროშვილმა.
საბურთალოს გამგებელმა ასევე ისაუბრა, საბურტალოს რაიონის პრობლემებზე. “ მე ვფიქრობ რომ ეს ყველა სპექტაკლი მოწმობს იმას რომ ბიუჯტი არ დაამტკიცოს. ისინი შეეცადნენ გავეჩუმებინეთ და დავეშინებინეთ. მე ვკითხე შიხიაშვილს, თუ რატომ არ დაინტერესდა ერთი წლის განმავლობაში იმით, თუ როგორ მუშაობს საბურთალოს გამეგობა? რატომ არ იყავით ანგარიშის წარდგენაზე? მე მას ვთხოვე ჩამოსულიყო და დასწრებოდა, თუმცა იგი არც მოსულა. ერთადერთი გულიკო ზუმბაძე დაესწო უმრავლესობიდან. მისი პასუხი იყო მუქრა და რომ ის დაინტერესდება საბურთალოს რაიონის გამგეობით. 
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ კვირიდან საბურთალოს რაიონის გამგეობა დაიწყებს ბიუჯეტის ანგარიშის საერთო განხილვას. მოვიწვევთ არასამთავრობოებს, გავუგზავნით ანგარიშს დიპლომატიურ კორპუსს. მე არ ვაპირებ შიხიაშვილის ქურდული „სხადნიაკების„ საგნად იქცეს თბილისის ბიუჯეტი და ჩვენ გავხდეთ ამ პროცესის ყურმოჭრილი მონები.

No comments: