add by be news

კაზაკები სევასტოპოლში ხელისუფლების ხელში აღებისათვის მზად არიან

იმ შემთხვევაში თუ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი "ხელისუფლებას დათმობს", კაზაკების კონტროლს დაექვემდებარება სევასტოპოლის ძალოვანი სტრუქტურები და სამხედრო ნაწილი. ამის შესახებ განაცხადა კაზაკთა კავშირის «Русь» ატამანმა ვიაჩესლავ ბებნევმა, იტყობინება «ForPost».

"როგორც კი "ბანდიტები" ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ, ხოლო იანუკოვიჩი დათმობს, იმავე დღეს, ამას მე გეუბნებით, აქ ხელისუფლებას ჩვენ ავიღებთ. შსს, სამხედრო ნაწილს უკვე სევასტოპოლის მოსახელეობა გააკონტროლებს. აქ იარაღით არავის შემოვუშვებთ", განაცხადა ატამანმა.
20 თებერვალს ყირიმის პარლამენტის სპიკერმა ვალდიმერ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ შესაძლოა დადგენს ყირიმის გამოყოფის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში დაიწყო სასტიკი შეტაკება მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის. ბოლო მონაცემებით კიევში 77 დაღუპულია.

No comments: