ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე დაახლოებით 70%-ია. თბოელექტროსადგურებისთვის ვიყენებთ ბუნებრივ აირს, ის აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს. ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებთ. ყველაზე დიდი პრობლემა ზამთარია, აუცილებელია, ჩვენი რესურსებით შევძლოთ ამ პერიოდში ელექტროენერგიის მიღება, თორემ გაზაფხ¬ულსა და ზაფხულში იმდენი გვაქვს, ვყიდით კიდეც.
ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ხაიშელებს, შეექმნათ 10-15-კაციანი ჯგუფი, მაშინ პრემიერი ჯერ ისევ ივანიშვილი იყო, რომელიც აპირებდა მათთან შეხვედრას და პროექტის მნიშვნელობის ახსნას, მაგრამ ხაიშელებმა უარი თქვეს...
არსებობს დაჯგუფებები, რომლებიც აღიზიანებენ ხაიშელებს... ეს პრობლემები წინა ხელისუფლების დროს წარმოიშვა, მაგრამ მაშინ ამაზე უშიშრად ვერ ლაპარაკობდნენ, იცოდნენ, რაც მოუვიდოდათ. არ მინდა ისე მოხდეს, რომ ჩვენი ლიბერალობა ვინმემ მთავრობის სისუსტედ ჩათვალოს. ყველას შეუძლია გამოთქვას პროტესტი, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთი პროექტი, როგორიც ხუდონჰესია, აუცილებლად განხორციელდება. დავარწმუნებთ ხაიშელებს, რომ ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონი ლარი შევა.

No comments:
Post a Comment