add by be news

იანუკოვიჩის ევაკუაცია მზადდება

იანუკოვიჩის მომხრეები თვლიან, რომ სახელმწიფო დაწესებულებები კიევიდან ხარკოვში უნდა გადაიტანონ.
ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მიხეილ დობკინი იანუკოვიჩს ხარკოვში გადაყვანას უპირებს. მისი თქმით აუცილებელია ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულების კიევიდან ხარკოვში გადმოტანა.

"კიევმა, როგორც სახელმწიფოს მართვის ადგილმა თავისი თავი ამოწურა. აუცილებელია ზოგიერთი სახელ,წიფო დაწესებულების ამ ქალაქიდან სხვაგან გადატანა. ხარკოვი ამისთვის ყველაზე უკეთ არის მზად. ჯერ ერთი, თავის დროზე ხარკოვი იყო დედაქალაქი. მეორეც, არსებობს შესაფერისი შენობები და მესამეც, აქ საკმარისი ხალხია, რომელთაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობა შეუძლია," - აცხადებს დობკინი.

No comments: