სხვადასხვა გზით გავრცელებული ფოტოებიდან, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაშია გადაღებული, „აფხაზეთის ხმა“ აქვეყნებს რამდენიმეს, რომელთაგან ზოგი ავტორმა საჯარო გახადა, ზოგი კი თვითმხილველმა გადაიღო და მოგვაწოდა.
ამასთან, გაურკვეველია, ფოტოზე გამოსახულ ერთ–ერთ ახალგაზრდას ხელში ნამდვილი იარაღი უჭირავს თუ რაიმე სხვა დანიშნულების მაკეტი. რევოლვერი სათამაშო ჩანს და, სავარაუდოდ, მხოლოდ ფოტოეფექტის მიზნითაა გამოყენებული.
ფაქტია, რომ ახალგაზრდები საპრეზიდენტო ტრიბუნასთან იმყოფებიან, სადაც, წესით, დგომა შეზღუდული უნდა იყოს იმ შემთხვევების გარდა, როცა სასახლე მოქალაქეებისთვის ღიაა.
ასევე, „აფხაზეთის ხმას“ თვითმხილველმა შეატყობინა, რომ ბოლო პერიოდში ავლაბრის რეზიდენციაში იკრიბებიან ახალგაზრდები, რომლებიც მსგავსი ტიპის დაწესებულებებისთვის შეუფერებელი ქმედებებით გამოირჩევიან.
თვითმხილველის ინფორმაციით, ავლაბრის რეზიდენციის ეზოში ცოტა ხნის ახალგაზრდები სკეიტბორდებით დასეირნობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 თებერვლიდან რეზიდენცია თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენას ეთმობა.
ინიციატივა თავად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის და გამოფენა ავლაბრის რეზიდენციის ჰოლში დღეს გაიხსნა. ის 23 თებერვლამდე გასტანს.
No comments:
Post a Comment