add by be news

ჩვენ ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ კუმბუჯუს ტომი ვართ?

ტელევიზორში განათლების მინისტრს მოვკარი  თვალი. ის საკმაოდ გაღიზიანებული საუბრობდა ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე და საერთოდ მოითხოვა, რომ ეს თემა აღარ განეხილათ. ტაბუ!

 ქვეყანა, სადაც  ინჟინრების, მშენებლების, კონსტრუქტორების,  გამომგონებლების, ფიზიკოსების, ქიმიკოსების დიდი დეფიციტია, ხელისუფლება იწუნებს პროფილურ უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო და ეს მიზეზი არის „მიშას ფანტაზიები“. . . . ჰოდა, გენაცვალე, იქნებ უკვე დროა, საკუთარი ფანტაზიები აამოქმედოთ და საქმის კეთებას შეუდგეთ?



 500 დღე გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან და რა შეიცვალა განათლების სისტემაში, დოკუმენტების გარდა? ისეთი აღშფოთებულები არიან, თითქოს, ოქსფორდის საუნივერსიტეტო ქალაქი გვქონდა და „მიშამ“ დაანგრია.
ხალხნო და ჯამაათნო, დაგავიწყდათ რამდენი სირბილი გჭირდებოდათ, რომ შვილები უმაღლესში მოგეწყოთ? კომისიის წევრებთან ზარები, საჩუქრები, ფულები… ყველას ამნეზია  დაგვემართა? „მიშას ფანტაზიების“ შედეგად რამდენი უპატრონო, სოფლიდან ჩამოსული და მაღალქულიანი ბავშვი გახდა სტუდენტი? ჩემი თუ არ გჯერათ, მაია მიმინოშვილს ჰკითხეთ, ეს ხომ მისი წარმატებაც იყო.

აღმოჩნდა, რომ ნარმანიას შენობა არ მოსწონს - ძალიან ვიწრო ყოფილა თურმე და საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სურთ განათავსონ უნივერსიტეტი, რომელიც მინისტრს არ მოსწონს, მაგრამ ახალი პრეზიდენტი გრძნობს მის მნიშვნელობას. ჩვენ ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ კუმბუჯუს ტომი ვართ? სირცხვილი არ არის, პრეზიდენტის სასახლეზე უარს ამბობდე იმიტომ, რომ „მიშამ“ გააშენა და იქ უნივერსიტეტს ხსნიდე? ეს უკვე გოიმობაც არ არის, არამედ დიდი გორსალობაა.

რა ჩვენდა ჭირად გამოჩნდა ეს სააკაშვილი? ვმჯდარიყავით იმ ნეხვში, სადაც ვიყავით  და მეცხრე ბლოკის მაფიას დავესაფლავებინეთ ბარემ.

ბათუმი ნაგვის ყუთს დაემსგავსა, ქუთაისს სახეში აფურთხებენ, ხევსურეთი და ფშავი საერთოდ ვის ახსოვს, დმანისში მალე ლენინის ძეგლიც გამოჩნდება, თბილისში, სადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ნარკობაზარი დაბლოკილი იყო,  ახლა კვირაში ორი-სამი მოზარდი კვდება ბიოს დახმარებით. ქუჩაში დღის სინათლეზე ჩანთებს აგლიჯავენ გოგონებს, სახლებში ყაჩაღები შედიან და შვილის თვალწინ დედას აწამებენ, ტროტუარები რატომღაც სავსეა ადამიანის ექსკრემენტებით (კაკაშკებით). არ შეგიმჩნევიათ? თუ ჯიპებიდან ასეთი უმნიშვნელო დეტალები არ ჩანს?. . . . .
 ეჰეეეეეეეეეეეეი, პარლამენტარებო გაგებით ეკიდებით ამას ყველაფერს?
ეჰეეეეეეეეეეეეეეეი, საკრებულო, კომკავშირულ ისტერიკებს რომ აწყობთ, მიიხედ-მოიხედეთ, რა ხდება თქვენს ქალაქში!
ეჰეეეეეეეეეეეეეეეეი, საზოგადო მოღვაწეებო, სადა ხართ, გენაცვალე?!
აუუუუუუუუუუუუ. მართალს ბრძანებდა თქვენზე ვაჟა: „ინტელიგენცია იქ არის, სადაც  ბევრი ფული და ძალაუფლებაა“.
შემოვდივარ წინადადებით და გთხოვთ, მხარი დამიჭიროთ. დავანგრიოთ ყველა შენობა, რომელიც „მიშას ფანტაზიის“ ნაყოფი იყო, ყველა დავანგრიოთ, დავიწყოთ რაბათის ციხით და მთელ ქვეყანას ჩამოვუაროთ. მერე იქნებ დაწყნარდეს ეს პატრიოტი ხელისუფლება და თავიდან ააშენოს ახალი საქართველო. დავეხმაროთ მთავრობას! რომელიც შანსს არ უშვებს და მუდმივად აფიქსირებს, რომ ქრისტიანები არიან, მაგრამ სიყვარულის ნაცვლად ზიზღში იხრჩვებიან.
დავანგრიოთ ყველაფერი, მაგის დედაც. . . . . . . . . . . .
ძირს მიშას ფანტაზიები! ძირს მიშას რეფორმები! ძირს მიშას შენობები! ძირს მიშას ნათურები! ძირს მიშას დიპლომები! ძირს მიშას გზები! ძირს მიშას შადრევნები! ძირს მიშას იდეები!
 ძირს დასავლეთი!
პროლეტარებო,ყველა ქვეყნისა შეერთდით!   და დაგვეხმარეთ დავანგრიოთ ფასადური დემოკრატია. ავაშენოთ ახალი საქართველო დროშები ჩქარა!
 25 თებერვალიც მოდის და იქნებ მოვასწროთ კიდეც!!!

No comments: