add by be news

სასწრაფოდ: უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის განცხადება

დავით საყვარელიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტს დებს რომელიც ხვალინდელ სასამართლო პროცეს ეხება, ჩვენ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : "სამწუხაროდ ვერც ბიძინა და ვერც მისი მთავრობა ვერ გამოვიდა ოპოზიციის ოპოზოციის როლიდან...
ხვალ ცხადდება ქუთაისის სასამართლოს განაჩენი ზურაბ ჭიაბერაშვილის და ვანოს საქმეზე. სადაც საგულშემატკივროდ იკრიბებიან მათი მხარდამჭერები და ახლობლები. ამ ფონზე, ქუთაისის მასშტაბით ადგილობრივი ოცნების ლიდერები ურეკავენ სკოლებისა და ბაღების დირექტორებს და მათ პარტიის აქტივს რათა ხვალ 10 საათიდან ქუთაისის სასამართლოსთამ მისვლა აიძულონ. რას ემსახურება ეს, თუ არა ხალხს შორის შუღლის და დაპირისპირების გაღვივებას?! განა ეს არის ქვეყნის მართვაზე მზეუნველი, პასუხისმგებლობის მქონე ლიდერის და ხელუსუფლების ფუნქცია-საქციელი???"_წერს დავით საყვარელიძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.
განცხადებას ასევე ავრცელებს უმცირესობის წევრი გია თევფორაძე: "ხვალ, ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ქუთაისის თვითმმართველობა ხვალისთვის სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული და აქციისთვის ემზადებიან.

"ხვალ, ემზადება12 საათისთვის ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება სადაც მოსამართლემ საბოლოო განაჩენი უნდა გამოაცხადოს, "სამართლიანობის აღმდგენი" ხელისუფლება "საგულდაგულოდ" ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის, მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნების ადგილობრივ ორგანიზაციაში ბაიბურში არ არიან ამ მზადებასთან დაკავშირებით, ხვალ სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმართველობის ყველა სტრუქტურებს, მათ შორის ბაგა ბაღებს, სპორტულ სკოლებს და ასე შემდეგ...
თუ ამ ინფორმაციის შემდეგ არ შეუცვალეს დისლოკაციის ადგილი ხვალ 12 ის ნახევარზე ეს მრავალტანჯული ადამიანები (რაც მაგათ აქციებზე უვლიათ) იკრიბებიან ე.წ ძველი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიასთან
ეხ ჩემო მრავლის მნახველო ხალხო, აბა თქვენ იოლი გეგონათ "სამართლიანობის აღდგენა"???," - აცხადებს თევდორაძე._წერს გია თევდორაძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე!

No comments: