ალბათ დამეთანხმებით, რომ საშინელებაა ყურის ტკივილი. რომლის გაყუჩებაც რთულია ჩვენ შემოგთავაზებთ 5რჩევას თუ როგორ გაიყუჩოთ ყურის ტკივილი სახლის პირობებში.
1. პირველ რიგში ყურზე უნდა მიიდოთ თბილი ქსოვილი, სითბოს შეუძლია ტკივილი მალევე შეამციროს. მეორე ალტერნატივა ასეთია: აიღეთ ყინული და 15 წუთით ყურზე მიიდეთ, შემდეგ ყინული თბილი კომპრესებით შეცვალეთ ასევე 15 წუთით, პროცედურა 2-3 ჯერ გაიმეორეთ.
2. ზეითუნის ზეთი – ზეითუნის ზეთი შეათბეთ და რამდენიმე წვეთი ყურში ჩაიწვეთეთ. მისი შეთბობა შესაძლოა ასეც – აიღეთ ჯამი და ზეთუნის ზეთის ბოთლი იქ მოათავსეთ.
3. ნივრის ფხვნილი - დაფქვილი ნიორი (მისი შეძენა ყველა მარკეტშია შესაძლებელი) რომლისგანაც უნდა მიიღოთ კრემისებრი მასა, წყალი და ფხვნილი იმ რაოდენობით უნდა შეურიოთ ერთმანეთს, რომ კრემივით გამოვიდეს. წაისვით ის ყურზე, მაგრამ მხოლოდ გარედან. გაიჩერეთ დაახლოებით 45 წუთით.
4. ლავანდა - ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა ლავანდას ზეთი. ყურის გარშემო წაისვით ის ნაზად სტერილური ბამბის დახმარებით და გაიჩერეთ იმდენ ხანს, რამდენსაც მოახერხებთ.
5. საღეჭი რეზინა, საწუწნი კანფეტი – ჰაერში წნევის ცვლილება ხშირად იწვევს ბავშვებში ყურის დახშობასა და ტკივილს. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია თვითმფრინავით მგზავრობისას. ამ შემთხვევებში უმჯობესია ბავშვს საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტი მისცეთ, რაც ყურების დახშობისგან დაიცავთ მათ. უთხარით, რომ ამოძრაონ ყბა ზევით და ქვევით ისე, რომ ამან ყურის ძლიერი ტკივილისას დისკომფორტი არ შეუქმნათ.
No comments:
Post a Comment