ფერმერებს კი კომპანიისგან ჩაბარებული მანდარინის საფასური ამ დრომდე არ მიუღიათ. ფერმერებს კომპანია თანხის ნაცვლად შაქარს სთავაზობს, ერთ ტომარა შაქარს 70 ლარად. ფერმერების უმრავლესობა ამ შემოთავაზებით
უკმაყოფილოა.
„ერთი ტომარა შაქრის საბითუმო ფასი 63 ლარია, კომპანია კი 70 ლარად გვთავაზობს, რატომ უნდა დავთანხმდე ამ პირობებს?“ - ამბობს ქობულეთელი მურმან ვერულიძე. სახელმწიფოს სუბსიდია - კილოგრამ ენესზე 10 თეთრი კი ძირითად ნაწილს აღებული აქვს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, როინ გოგაძის განმარტებით ფერმერებს დარჩენილი თანხა უახლოეს დღეებში დაერიცხებათ. ქობულეთში არასტანდარტული საკონსერვო ქარხნის ხელმძღვანელის, მერაბ არძენაძის თქმით, ფერმერის სურვილზეა დამოკიდებული შაქარს წაიღებს თუ თანხას მიიღებს.
No comments:
Post a Comment