უწყებაში განმარტავენ, რომ ვერცხლისფერი ჯიპი სამინისტრომ მიზნობრივი პროგრამებიდან დაზოგილი თანხებით შეიძინა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2014 წლის მიზნობრივი პროგრამებიდან დაზოგილი თანხით კიდევ 2 ავტომობილის შეძენას გეგმავს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამებიდან დარჩენილი თანხით ავტომობილების შეძენის ფაქტს მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მართებულად მიიჩნევს. მისი მტკიცებით, უწყება საბიუჯეტო თანხებს მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯავს. კითხვაზე თუ ვის მოემსახურება ახალი ავტომობილი, ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ მას სამინისტროს ყველა თანამშრომელს გამოიყენებს.
მინისტრისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდს მისი მოადგილე. ორშაბათს გადაცემა ,,დიალოგში“ იოსებ აბულაძემ განაცხადა, რომ ჰიუნდაის მარკის ჯიპი მინისტრის მეორე მოადგილეს სულიკო ბერიძეს მოემსახურება.
ყველა მიზნობრივ პროგრამაში გაწერილი საბიუჯეტო თანხები ადრესატამდე სრულყოფილად უნდა მივიდეს - აცხადებენ, ,,საერთაშორსო გამჭვირვალობა საქართველოში“ . თეა ჭანტურიშვილი მიიჩნევს, რომ უწყებამ თავის დროზე ბიუჯეტი ისე უნდა დაგეგმოს, რომ ყოველი თეთრი მიზნობრივად გაიხარჯოს. ორგანიზაცია სამომავლოდ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტომობილების შეძენაზე მონიტორინგს გეგმავს.
დღეისათვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე 5 ძვირადღირებული ავტომობილი ირიცხება
No comments:
Post a Comment