add by be news

Victoria`s Secret-ის მოდელების ათეული

წარმოგიდგენთ Victoria`s Secret-ის 10 ყველაზე ცნობილ მოდელს.1. კაროლინა კურკოვა (30 წლის, დაიბადა ჩეხეთში)თავისი 15 წლიანი კარიერის განმავლობაში იგი თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა ვერსაჩე და შანელი, ასევე დიორი და ელი სააბი. Victoria's Secret-ში ის 2006 წლიდან ჩანს.


2. კენდის სვეინპოლი (25 წლის, დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში)
სამხრეთაფრიკელი სუპერმოდელი პირველად Victoria's Secret-ის ჩვენებაზე 2007 წელს გამოჩნდა, "ანგელოზების" რიგებში კი ის მხოლოდ 2010 წლიდან მიიღეს. ამ გოგონამ გახსნა 2011 და 2013 წლების შოუები. მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჟურნალებში იგი ხშირად ხვდება და აღიარებულია როგორც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური გოგონა.
3. ალესანდრა ამბროსიო (32 წლის, დაიბადა ბრაზილიაში)
ბრაზილიელმა მოდელმა შთამბეჭდავი კარიერა ვოგის, ჰარპერის, ელლეს საშუალებით აიწყო. მაგრამ საზოგადოებამ ის ყველაზე კარგად Victoria’s Secret-დან გაიცნო. ბრენდის შოუ-ჩვენებაზე პირველად ის 2001 წელს გამოჩნდა, 2004 წელს კი ის ახალი ხაზის, Pink-ის სახე გახდა.
4. ლეტიცია კასტა (35 წლის, დაიბადა საფრანგეთში)
ლეტიცია კასტა მოდელებში ვეტერანია. ის Victoria's Secret-ის მოდელი 17 წლის წინ გახდა.
5. ადრიანა ლიმა (32 წლის, დაიბადა ბრაზილიაში)
ლიმა Victoria's Secret-ის ნამდვილი "პატრიოტია." აღნიშნულ მარკას ის უკვე 13 წელია წარმოადგენს. 2009 წელს გოგონა ჟურნალ Forbes-ში შევიდა როგორც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მოდელი: მისი შემოსავალი წელიწადში 8 მილიონ დოლარს წარმოადგენს.
6. ჰეიდი კლუმი (40 წლის, დაიბადა გერმანიაში)
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი, რომელსაც ყველაზე ძვირადღირებული თეთრეულის, Heavenly Star-ის წარდგენა მიანდეს. ის შეფასებული იყო 12,5 მილიონ დოლარად.
7. მირანდა კერი (30 წლის, დაიბადა ავსტრალიაში)
მირანდა კერი პირველი ავსტრალიელი გოგონა იყო, რომელმაც Victoria’s Secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. ბრენდთან თანამშრომლობის პერიოდში ის ცოლად გაყვა ორლანდო ბლუმის, გააჩინა შვილი, მერე განქორწინდა და Forbes-ის მაღალანაზრაურებადი მოდელების სიაშიც შევიდა.
8. ტაირა ბენკსი (40 წლის, აშშ)
ბენკსი "ანგელოზი" ჯერ კიდევ 1997 წელს გახდა და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თეთრეულიც მალევე მოირგო. ის ძვირფასი თვლებისგან და ბრილიანტებისგან იყო შექმნილი და მისი ღირებულება 3 მილიონ დოლარს აღწევდა.
9. ბეჰატი პრინსლი (24 წლის, დაიბადა ნამიბიაში)
მოდელი Victoria's Secret-თან თანამშრომლობის გარდა რამდენიმე სხვა საქმიანობითაც გამოირჩევა, მის "ანგარიშზეა" ათობით ბრენდი, რომელსაც წარმოადგენდა. უახლოეს მომავალში ის Maroon 5-ის სოლისტ ადამ ლევინს ცოლადაც გაყვება.
10. ჟიზელ ბიუნდჰენი (33 წლის, ბრაზილია)
ეს მოდელი ცნობილი არამარტო Victoria's Secret-თან თანამშრომლობის გამოა, მას რომანი ჰქონდა ყველასათვის საყვარელ მსახიობ, ლეონარდო დი კაპრიოსთანაც.

No comments: