add by be news

ბატონო ვიცე-სპიკერო ამ დროს გიჟი არ ვიყავი?!



დღეს  ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქართული ოცნებისა და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა მურმან დუმბაძემ შეხვედრა გამართა, სადაც თვითმმართველობის კანონის ფუნქციებზე ისაუბრა.


შეხვედრის მიმდინარეობის დრო მას მერაბ ღოღობერიძის ცემის ფაქტზეც დაუსვეს შეკითხვა: "არა ამაზე საუბარი არ ღირს , ქვეყანაში ისედაც უამრავი თემა რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ, მისი ამოცანაა სწორედ რომ თქვენ მისი სახელი ახსენეთ, კაით რა დღეში სამჯერ ცემენ და რა ვქნა , მინდა რომ წესიერი იყოს , დედასან მივიდეს, ოჯახში მივიდეს, ცოლს მოუაროს, შვილს მოუაროს. 
ის არის გონება შეზღუდული გიჟი, გავაკეთოთ ისე რომ მივხედოთ და ავამდყოფური მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ თუ ვინმეს აქ შესაბამისი თანხები დავაწვინოთ სავამდყოფოში, მეც მყოლია ბევრი მეგობარი გიჟი, რომელსაც უმკურნალია და დღეს საზოგადოებრივ ფერხულში არის ჩართული.
ცემა უხარია ბავშვს და რა ქნას"_ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  მურმან დუმბაძემ შეხვედრაზე.
 მერაბ ღოღობერიძემ კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც დუმბაძესან ერთადა " ბატონო ვიცე-სპიკერო ამ დროს გიჟი არ ვიყავი?! ესეც მესმის"_ წერს ფოტოზე ღოღბერიძე/.

No comments: