ქთაისის "ტორპედოსა" და თბილსის "დინამოს" შორის საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი მე-60 წუთზე მოედანზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა.
მატჩის მე-60 წუთისთვის "ტორპედოს" გულშემატკივრები მოედანზე გამოვარდნენ და შემდეგ სტადიონის იმ ადგილისკენ წავიდნენ, სადაც "დინამოს" ფან-კლუბი იჯდა და მათ მისამართით ქვების სროლა დაიწყეს, რაზეც საპასუხოდ "დინამოს" გულშემატკივრებმა სკამების სროლა დაიწყეს.
გარდა ამისა, მოედანზე მყოფი გულშემატკივრები ფიზიკურად გაუსწორდნენ "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელს.
ინციდენტის შემდეგ მოედანზე მყოფი გულშემატკივრები თბილისის "დინამო" ფან-კლუბის ავტობუსისკენ გაემართნენ, სადაც დაძაბული სიტუაცია გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ მე-60 წუთისთვის "დინამო" "ტორპედოს" ანგარიშით 2:0-ს ამარცხებდა. გატანილი გოლები ავტორები არიან გიორგი პაპუნაშვილი (8) და გიორგი მერებაშვილი (18.)
სტადიონზე მომხდარი ჩხუბის დროს "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა
ქუთაისში
"ტორპედოსა" და თბილისის
"დინამოს" მატჩზე მომხდარი ჩხუბის
დროს "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა,
- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტმა ზვიად
სიჭინავამ განუცხადა.
მისი თქმით, მატჩის დროს "ტორპედოს" გულშემატკივრები "დინამოს" ფეხბურთელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მისი თქმით, "ტორპედოს" გულშემატკივრები თამაშის დროს სტადიონზე შეიჭრნენ. ზუსტად რამდენი ფეხბურთელი დაშავდა და როგორია მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე უცნობია.
სიჭინავას განცხადებით, მატჩის კომისარი იყო ლევან რამიშვილი, რომელიც გასახდელში შესვლის შემდეგ დაადგენს ფეხბურთელების ზუსტ მდგომარეობას. ამასთან, სიჭინავას თქმით, აღმასკომი იმსჯელებს იმაზე, თუ რა სახის სანქციები დაეკისრება ქუთაისის "ტორპედოს". ამჟამად ვითარება განმუხტულია.

No comments:
Post a Comment