add by be news

როგორ ვითარდებოდა ხულოში სოფელ ღურტაში მოვლენები:





აქცია ღურტაში დღეს დაიწყო, სოფლის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცა, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს.



როგორც აქციის მონაწილეებია აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებმა  აქციის დაშლის თაობაზე გასცეს ბრძანება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაარბიეს. მანვე აღნიშნა, რომ ადგილობრივების დაპატიმრების მცდელობაც იყო, თუმცა მოსახლეობამ მათი მანქანაში ჩასმის შესაძლებლობა პოლიციელებს არ მისცა. 
ადგილობრივებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული და ამბობდნენ, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოს დასაწყებად იქ ტექნიკის შეყვანის საშუალებას არავის მისცემდნენ. ცოტა ხნის წინ საპარტულო პოლიციის ჩარევის შედეგად გზა გახსეს და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.
როგორც ცნობილია, დაპირისპირების გამო უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დეტალური ინფორმაცია ,შს სამინისტროს ცნობით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"დაპირისპირება იყო, მოსახლეობაა შეკრებილი და სანამ სოფლის პრობლემას არ მიხედავენ, ტექნიკას სამუშაოდ არ შეუშვებენ. მოსახლეობამ მორიგეობა დააწესა. ახლა სიტუაცია ოდნავ განიმუხტა. სოფლიდან რამდენიმე კაცი ესაუბრება მთავრობის წარმომადგენლებს. აქ იმყოფება არჩილ ხაბაძე, ენერგეტიკის სამინისტროს და გარემოს დაცვის თანამშრომლები", - აღნიშნა გურამ ხოზრევანიძემ.
სოფელ ღურტაში სპეცნაზის დიდი რაოდენობით მობილიზაციაა იყო. მოსახლეობის განცხადებით: - ,,მთელ სოფელში პატრულირებს პიკაპები. 500-მდე პოლიციელია. ხალხს ზა ჰქონდა გადაკეტილი. პოლიციამ ხალხი სასტიკად სცემა. ნაცემი არიან ქალებიც (8 მარტი ამგვარად მიულოცეს). 6 კაცი დააკავეს კიდეც, მაგრამ  შემდეგ გამოუშვეს. ხუთას კაცამდე ვართ ჩვენც, ორი სოფელი - დიდაჭარა და ღურტა. ბავშვებით და ქალებით ვართ გამოსული, არ მივცემთ მუშაობის უფლებას“.ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში დაძაბული ვითარებაა. როგორც ღურტას მცხოვრები გურამ გელაძე აცხადებს, პოლიციელებმა ქალებსაც სცემეს.

"„
ქალებსაც სცემენ, გვირტყამენ ყველაფერს. პოლიციელები გვარბევენ, მთავრობამ ბრძანება გასცა, თუ არ დაგემორჩილებათ, დაშალეთო. "
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობის მოთხოვნებსარაგონივრულსუწოდებს და აცხადებს, რომ მათი შესრულება შეუძლებელია. ამის შესახებ ილია ელოშვილმა განაცხადა. 
არაგონივრული მოთხოვნები აქვთ. გვეუბნებიან, რომ ჰესის მშენებლობაზე არ ვიმუშაოთ. მათ უნდათ, სანამ მშნებლობა მიმდინარეობს გადავასახლოთ - ბათუმში ვუყიდოთ ბინები და .. არაგონივრული მოთხოვნები აქვთ, რომელთა შესრულება შეუძლებელია“, - განაცხადა ელოშვილმა.
რაც შეეხება ღურტას მოსახლეობასთან დღეს მომხდარ დაპირისპირებას, მინისტრის მოადგილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კანონის მიხედვით მოიქცნენ. ამასთან, ელოშვილი კატეგორიულად უარყოფს მოსახლეობის მტკიცებას, რომ სამართალდამცველებმა ადგილობრივებს, მათ შორის ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს

No comments: